"ქარდავას გადმოცემით ბევრ გასამართლებულ ყოფილ მაღალჩინოსანს აენთება წითელი და დაეკარგება დაუსჯელობის შეგრძნება" - ამირან სალუქვაძე

თადარიგის გენერალი, ამირან სალუქვაძე მეგის ქარდავას უკრაინიდან გადმოცემის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

სალუქვაძე იმ პოლიტიკოსებს, ვინც მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების საკითხს ეწინააღმდეგებოდა, მოუწოდებს, რომ სერგო თეთრაძის ოჯახს და კასრების საქმეების ფიგურანტებს ჩახედოს თვალებში.

"როგორც იხილეთ, მეგის ქარდავას უკრაინიდან გადმოცემა განხორციელდა.

ბევრი გამოთქვამს და გამოთქვამდა უკმაყოფილებას დამნაშავეთა დაუსჯელობასთან დაკავშირებით. სამართლის აღსრულებას, ხშირად, ისინი უშლიან ხელს, ვინც დახმარებას უნდა გვიწევდეს. საბოლოოდ ყველა უნდა წარდგეს და წარდგება მართლმსაჯულების წინაშე.

ყველაზე სამარცხვინო, რაც ამ დღეებში ვიხილეთ, იყო ზოგიერთი პოლიტიკოსის და აქტივისტის ღია პოზიციონირება დამნაშავის მხარეს და აქტიური ქმედებები მისი გადმოცემის პროცესის შეფერხებასთან დაკავშირებით.

სამარცხვინოა ზოგიერთი, საზოგადოებისთვის ცნობილი პირის მხრიდან ექსტრადიციის არჩევნებთან დაკავშირება. ღირსიც არ არიან მათი გვარები დავასახელო. სერგო თეთრაძის ოჯახს და კასრების საქმეების ფიგურანტებს ჩახედონ თვალებში.

რაც შეეხება მეგის ქარდავას გადმოცემის ფაქტს, როგორც გახმოვანდა, პირდაპირ ვუკავშირებ ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინაში ვიზიტს. მანამდე პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტი შედგა.

ამის შესახებ თავადაც, ვგულისხმობ ყოფილ ხელისუფლებას, იციან. მანამდე ვნახეთ, რომ ბაქო-ერევანს შორის აღმოჩნდა კარგი მომლაპარაკებელი.

ქარდავას გადმოცემით ბევრ გასამართლებულ ყოფილ მაღალჩინოსანს აენთება წითელი და დაეკარგება დაუსჯელობის შეგრძნება.

შესაბამისად, ღარიბაშვილზე პოლიტიკური და საინფორმაციო შეტევა გაცილებით გაძლიერდება", - წერს სალუქვაძე.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას უკრაინიდან ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

საქართველოში სისხლის სამართლის 11 საქმეზე ბრალდებული და მსჯავრდებული მეგის ქარდავა უკრაინაში 2017 წლის პირველ ნოემბერს დააკავეს.

ქარდავას ექსტრადირებას ქართული მხარე მისი დაკავების დღიდან ითხოვდა.

2018 წლიდან მეგის ქარდავას საექსტრადიციო პატიმრობა შინაპატიმრობით ჰქონდა შეცვლილი, რამდენიმე დღის წინ კი ის კვლავ საპატიმროში გადაიყვანეს.

 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793816973

მსოფლიო

CNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს

აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...

 ტრამპი ტრამპი

1793815048

საზოგადოება

იუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...

იუსტიციის მინისტრის მოადგილე

1793813440

საზოგადოება

ჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ

ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...

პაველ ჰერჩინსკი

1793811565

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის

„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...

ირაკლი კობახიძე

1793810845

საზოგადოება

საგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას

სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...

საგარეო უწყება