ქართულ დროშაზე მდგომი რუსი ტელეწამყვანი და პოლიტიკოსები - გამოხმაურებები საქართველოში

რუსეთის პირველმა არხმა არხმა,საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებაზე გადაცემა მოამზადა. გადაცემის მიმდინარეობისას, სცენაზე, სადაც გადაცემის წამყვანი და მიწვეული პოლიტიკოსები ტრიბუნასთან იდგნენ, საქართველოს დროშა იყო გამოსახული. ანტიქართული რიტორიკით ცნობილი წამყვანები, გადაცემაში სააკაშვილის პატიმრობის დეტალებს განიხილავდნენ.
აღნიშნული ფაქტი საქართველოში, ქართული სახელმწიფოებრიობის შეურაცხყოფად და მთავარი სიმბოლოს ფეხქვეშ გათელვად შეფასდა.
ფსიქოლოგი და ფსიქოსოციალური დახმარების ცენტრ "კამარას" დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:
"სანამ ძილს გავაგრძელებ, კითხვა მაქვს ასეთი, საქართველოს დროშას რომ ფეხქვეშ თელავს მსოფლიოს ყველაზე ველური ქვეყანა, საპროტესტო ნოტას გააგზავნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველგან, სადაც შესაძლებელია, თუ წყალს მოვუყვე ეს სიზმარიც?", - დაწერა ფანჯიკიძემ ფეისბუკში.
ჟურნალისტი ვახო სანაია:
"ახლა ვფიქრობ – საქართველოსთან დაკავშირებით რა უნდა გაგვიხარდეს მე და პუტინს ზუსტად ერთნაირად. საბედნიეროდ, ვერაფერი გავიხსენე.
იმედსა და Россия 1 ზუსტად ერთნაირად უხარიათ ჟირინოვსკისა და შენ, მამუკა მდინარაძე ზუსტად ერთნაირად გიხარიათ ხომ უნდა დაფიქრდე, სად იქნება თქვენი ადგილი ისტორიაში.
David Zalkaliani თქვენ უკვე გაუგზავნეთ მთელ მსოფლიოს წერილები, ქართული დროშა რომ გათელეს პირდაპირ ეთერში ? მოითხოვეთ დაგმობა ? გაბუნიას გინებაზე ხომ იმავე ღამით აფრინეთ მეილები. ააა, დილით იზამთ ? ოკ", – წერს სანაია.
აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალურ თბილისს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔲 რამდენი მოქალაქე დასაქმდება ლეგალურად ისრაელში?
🔲 საქართველოს მოქალაქეები ბულგარეთში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ
1751483388
საზოგადოება20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა
იტალიაში 20 წლამდე მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. კონტინენტის პირველობა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა შვიდი მოპოვებული მედლითა და გუნდურ ჩათვლაში დაკავებული პირვე...
1751482120
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი USAID-ის დახურვაზე: მშვიდობით, იარაღო! - დიპლომატიამ უნდა დაიბრუნოს ის ადგილი, რომელიც აქამდე უცხოური დახმარების გამრუდებულ პრაქტიკას ჰქონდა მითვისებული
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში USAID-ის დახურვას ეხმაურება. „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის დღევანდელმა განცხადებამ, რომ USAID დღეიდან საქმიანობას წყვეტს, ჩემი, ხუთი თ...
1751479505
საზოგადოებადროებითმა საგამოძიებო კომისიამ ჩორჩანასთან საგუშაგოს განთავსებასთან, 2004-2012 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან და აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხები განიხილა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პა...
1751479144
ახალი ამბებითბილისში კაცმა მეზობელი მოკლა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ისანში კაცმა მეზობელი პარკინგის ადგილის გამო დაწყებული კონფლიქტის შედეგად მოკლა. არსებული ინფორმაც...
1751478250
საზოგადოებაგახარია თეა წულუკიანის კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებს მონაწილეობას: დიახ, ვადასტურებ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ გახარიამ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიი...