ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია-ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია კვლავ რთულია. ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის ნიშნები, ვაქცინაციის ტემპის გაზრდის გარეშე, ვირუსის შეკავება შეუძლებელი იქნება. გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელება ოდნავ შემცირებულია.
„დადებითობის მაჩვენებელიც ბოლო 7-14დღემდე, პირველად ჩამოსცდა ცხრა პროცენტს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. ეს სტაბილიზაციის ნიშნები არის მაღალ რიცხვებზე და ნებისმიერ დროს შეიძლება გაუარესდეს. მიუხედავად ოდნავ პროგრესისა ვაქცინაციის რიცხვებში, ბოლო დღეებია გვაქვს 10 000 და გუშინაც 7 000-მდე აცრა, არ იყო ცოტა, მაგრამ მაინც ცოტაა. გვჭირდება ყოველდღიურად 15 000, 20 000, 30 000 აცრა, რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე და შევაკაოთ ეპიდემია. სიკვდილიანობა გარკვეულად პროპორციულ დამოკიდებულებაშია ახალ შემთხვევათა რაოდენობასთან. ახლა გვაქვს 47 000 აქტიური შემთხვევა. ჰოსპიტალურ სექტორშია 6 500-მდე, მძიმე ავადმყოფია 1 600 და 300-ზე მეტი არის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ამიტომ ჰოსპიტალური სექტორი მუშაობს ზღვარზე. ქვეყანაში ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთული რჩება. მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციისკენ არის ნიშნები, ეს სტაბილიზაცია არის მაღალ ციფრებზე. ერთია დამამშვიდებელი, ის მეტად არ უარესდება ანუ არ არის გაუარესების ტენდენცია“, – აცხადებს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე.
მსგავსი სიახლეები:
🔵მიუხედავად წყევლის, ტალახში თრევის და ათასი საზიზღრობის რასაც ჩემზე წერთ,აიცერით!-ნანა გეგეჭკორი
🔵ექიმი მსურველებს მის მირ შექმნილ ვაქცინას უკეთებდა
🔵ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა?-თენგიზ ცერცვაძე
1792387214
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...
1792385710
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...
1792357454
სპორტიძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...
1792357204
სპორტიძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...
1792356776
სპორტიძალოსანი გივი დარსაველიძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გივი დარსაველიძემ (U20, +110 კგ) ატაცში, აკვრასა და ორჭიდში ვერცხლის მედლები მოიპოვა. ძალოსანმა ა...































