ექიმი მსურველებს მის მირ შექმნილ ვაქცინას უკეთებდა
გერმანული მედიის ინფორმაციით, ქალაქ ლიუბეკის აეროპორტში ექიმი ვინფრიდ შტიოკერი მსურველებს მის მიერ შექმნილ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას უკეთებდა.
პროფესორი ვინფრიდ შტიოკერს, ამის გამო, გერმანიის ფედერალური კანონის დარღვევაში სდებენ ბრალს. როგორც მედია წერს, პროფესორის აქცია სამართალდამცველებმა შეაჩერეს. თუმცა, ვიდრე ეს მოხდებოდა, მის მიერ შექმნილი ვაქცინა სულ მცირე 50-მა ადამიანმა გაიკეთა.
როცა ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, აეროპორტის შენობის წინ 80 ადამიანი დახვდათ, ხოლო უფრო მეტი ადამიანი მოლოდინის რეჟიმში იყო. გერმანული მედიის ინფორმაციით, სარეგისტრაციო დარბაზში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა, ვინც აცრის სურვილს გამოთქვამდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაქცინაცია სპეციალურად მომზადებულ ოთახში ჩატარდა. ამ პერიოდში საჰაერო მიმოსვლა არ იყო.
ადგილზე მისვლის შემდეგ, ოფიცრებმა ვაქცინაციის ნიმუშები აიღეს. ამოიღეს გამოყენებული შპრიცები და ვაქცინირებულთა სიებიც. სამართალდამცველებმა ჩაიწერეს დამსწრეთა პირადი მონაცემები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
2020 წლის აპრილში გერმანული მედია უკვე წერდა პროფესორ შტიოკერის შესახებ, რომელიც საკუთარ ლაბორატორიაში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე მუშაობდა. თავდაპირველად, მან პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადა, შემდეგ მეგობრებს და ოჯახის წევრებს გაუკეთა. მოგვიანებით, მისი ვაქცინის გაკეთების სურვილი ათეულობით მოხალისემ გამოთქვა.
2020 წლის ოქტომბერში ექიმმა მისი ვაქცინის დეტალური კვლევის მოთხოვნით პაულ ელრიხის ინსტიტუტს მიმართა, საპასუხოდ, ინსტიტუტმა პროკურატურას მიმართა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵მიუხედავად წყევლის, ტალახში თრევის და ათასი საზიზღრობის რასაც ჩემზე წერთ,აიცერით!-ნანა გეგეჭკორი
🔵იტალიაში „ომიკრონით“ ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
🔵ეს მწვანე პასპორტი თავის მოტყუებისთვის ხომ არ გვინდა?-თენგიზ ცერცვაძე
1792387882
ახალი ამბებიდევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...
1792387214
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი: ქარ-ცეცხლი, რომელიც საქართველოში ტრიალებდა, საბოლოო ჯამში, მიუბრუნდათ უკან, დღეს ჩვენ ვხედავთ, რა მძიმე ვითარებაშია ევროპა
საფრანგეთში მიმდინარე მასშტაბური არეულობებისა და ანტისამთავრობო აქციების ფონზე, მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ საუბრობს დასავლეთის მხრიდან ორმაგ სტანდარტებზე. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, როცა მს...
1792385710
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 19 ოქტომბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
19 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +21 და ღამით +15 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ბათუმში...
1792357454
სპორტიძალოსანი გერვასი თაბაგარი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა გერვასი თაბაგარმა (U23 95 კგ) აკვრაში დაძლეული 202 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა. სპორტის სა...
1792357204
სპორტიძალოსანი ირაკლი ვეკუა ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია
ალბანეთის ქალაქ დურესში 20- და 23-წლამდელთა შორის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ძალოსანმა ირაკლი ვეკუამ (U20, +110 კგ) ატაცში დაძლეული 167 კილოგრამით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში 209...































