"რამდენი მილიონიც არ უნდა გადაიხადოს სააკაშვილის ოჯახმა, ივანიშვილს ფულით ვერ აჯობებს - ერთადერთი რითაც შეუძლიათ აჯობონ, არის სიმართლე და სიმართლე მათ მხარეს არ არის"
"რამდენი მილიონიც არ უნდა გადაიხადოს სააკაშვილის ოჯახმა, ივანიშვილს ფულით ვერ აჯობებს. ერთადერთი, რითაც შეუძლიათ აჯობონ, არის სიმართლე და მოწამვლის, წამების ნაწილში სიმართლე მათ მხარეს არ არის", – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა.
ლევან იოსელიანს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.
„სიმართლე გითხრათ, არასდროს მჯეროდა, რომ 20 ათას დოლარად, თუ რამდენიც თქვეს, ასეთი კამპანია შესაძლებელი იყო. მეორე ამბავი არის ის, რომ რამდენი მილიონიც არ უნდა გადაიხადოს სააკაშვილის ოჯახმა, თუ მისმა მეგობრებმა, ბიძინა ივანიშვილს ფულით ვერ აჯობებენ. ერთადერთი, რითაც შეუძლიათ აჯობონ, არის სიმართლე და ამ ნაწილში, რასაც ეხება მისი მოწამვლა, წამება და ასე შემდეგ, სიმართლე მათ მხარეს არ არის. ამიტომ არ მგონია, რომ ამ კამპანიამ შედეგი გამოიღოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ ლობისტურ კომპანია „აკერმანს“ 917 177 დოლარი გადაუხადა. ამასთან, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია „აკერმანმა“ მიხეილ სააკაშვილის საქმეში სამედიცინო და სხვა სახის მომსახურებისთვის 350 000 დოლარზე მეტი გადაიხადა.
ასევე დაგაინტერესებთ:
1769941528
საზოგადოებაგურამ მაჭარაშვილი გალერის განცხადებაზე: ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც ავრცელებს დეზინფორმაციას
ევროპარლამენტარი არ წარმოადგენს მარტო ევროპარლამენტს და ევრობიუროკრატიას, ის თავის ქვეყანასაც წარმოადგენს, შესაბამისად, საკუთარი ქვეყნის საზოგადოებასაც შეურაცხყოფას აყენებს, როდესაც, ამ შემთხვევაში, ს...
1769937648
მსოფლიოსტივ უიტკოფი: კირილ დმიტრიევთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა. შეხვედრა იმედს გვაძლევს, რომ რუსეთი მუშაობს უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის
სტივ უიტკოფმა უკრაინაში ომის დამთავრებისთვის ფლორიდაში გამართულ ამერიკულ-რუსულ მოლაპარაკებებს, პროდუქტიული და კონსტრუქციული უწოდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი შე...
1769935738
მსოფლიოტრამპის განცხადებით, ირანი აშშ-სთან სერიოზულ მოლაპარაკებებს აწარმოებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებთან „დამაკმაყოფილებელი“ შეთანხმება უნდა დადოს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თეირანს ბირთვული იარაღი არ ექნება. „არ ვიცი, დათანხმდე...
1769932183
საზოგადოებადონალდ ტრამპი: არავითარ შემთხვევაში არ მივიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ცუდად მართულ დემოკრატიულ ქალაქში საპროტესტო აქციებსა თუ არეულობებში, ვიდრე ისინი დახმარებას არ გვთხოვენ
შეერთებული შტატების საბაჟო და საიმიგრაციო სამსახურების წინააღმდეგ გამოსვლები მინეაპოლისიდან ქვეყნის სხვა ქალაქებში გავრცელდა. დემონსტრაცია ლოს-ანჯელესში არეულობაში გადაიზარდა. ქალაქში საყოველთაო განგა...
1769930880
ახალი ამბებისამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1990 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებით დად...



























