"რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი მაინც თუ წაუკითხავს ამ კაცუნას? აფხაზავასნაირებმა ყუბანეიშვილი უნდა იკითხონ მხოლოდ" - ნინიკო მშვიდობაძე ლადო აფხაზავას აკრიტიკებს

პოეტი ნინიკო მშვიდობაძე სოციალურ ქსელში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პირველ მფლობელს, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ ლადო აფხაზავას კომენტარს ეხმაურება, სადაც აფხაზავა რეზო ამაშუკელის გარდაცვალებაზე წერს - "წასულა ზეციურ საბჭოთა კავშირში".

"რა უგვანი არაკაცია ეს უდღეური აფხაზავა,

პედაგოგი, რომ ჰქვია და მოსწავლეებს რომ, ვითომ რაღაცას ასწავლის.

რეზო ამაშუკელის ერთი ლექსი მაინც თუ წაუკითხავს ამ კაცუნას? 

აფხაზავამ და აფხაზავასნაირებმა ყუბანეიშვილი უნდა იკითხონ მხოლოდ", - წერს მშვიდობაძე.

ლადო აფხაზავამ, მომხდარიდან მალევე დაწერა, რომ კომენტარი მას არ დაუწერია და მომხდარი გაუგებრობისთვის საზოგადოებას ბოდიშს უხდის:

"რით ვერ დაიღალა ისე ადამიანი ჩემს მაგივრად, რომ აკომენტარებს.

"სქრინავს " და ავრცელებს, კომენტარებს კი იღებს..

ღმერთმა აცხონოს ეს ადამიანი

არასოდეს ვერიდები ჩემი აზრის დაფიქსირებას, მაგრამ

ამჯერად არა მე არ დამიწერია.

ბოდიში გაუგებრობისთვის", - დაწერა აფხაზავამ.

აღსანიშნავია, რომ აწ გარდაცვლილი პოეტი ოპოზიციას მწვავედ აკრიტიკებდა, ხოლო ხელისუფლების სასარგებლოდ ხშირად წერდა სოციალურ ქსელში.  პოეტი რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში დღეს, 10 იანვარს, გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

⬛ "როგორც იესომ სიკვდილზე, შენ გაიმარჯვე ნაცებზე" - ერეკლე დეისაძემ რეზო ამაშუკელის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა

⬛ "ნუ ლანძღავთ ხალხო, მე ფქვილში ამოგანგლული წისქვილის ვირთხა შემარქვა, მაგრამ მერე რა... ღმერთმა აცხონოს" - ვახო სანაია

⬛ „მადლობა, ბატონო რეზო, რომ ამხელა კაცი არ უკადრისობდით ჩემთან დარეკვას, ხან შენიშვნის მოცემას, ხანაც მოსაზრების გაზიარებას“ - თეა წულუკიანი რეზო ამაშუკელს ემშვიდობება

⬛ რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791964815

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ვენეციის კომისიის დასკვნაზე: ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს

„ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმ...

ლევან მაჭავარიანი

1791963135

ახალი ამბები

ზურაბ ქადაგიძე: ქვეყნის განახლებულ ბიუჯეტზე მსჯელობისას, უმთავრესი საზომია - რას იგრძნობს რიგითი ქართველი და რამდენად სამართლიანად ნაწილდება ქვეყნის დოვლათი

სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებზე წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე. როგორც ის აღნიშნავს, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო კონკრეტული ნაბიჯებით ფასდება და შესაბამ...

ზურაბ ქადაგიძე

1791962485

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი აბუ-დაბიში კონფერენციაში „Raisina Middle East“ მონაწილეობას მიიღებს

მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს კონფერენციაში „Raisina Middle Eas...

მაკა ბოჭორიშვილი

1791960756

ახალი ამბები

საფრანგეთის საელჩო: გილოცავთ სვეტიცხოვლობას, სვეტიცხოველი არა მხოლოდ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესული შედევრია, არამედ რწმენის, გამძლეობისა და ერთიანობის სიმბოლოა მთელი ხალხისთვის

„დღეს, საქართველო თავის ერთ-ერთ უძველეს და ძვირფას რელიგიურ დღესასწაულს, მცხეთობას/სვეტიცხოვლობას ზეიმობს“, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის საელჩო სოციალურ ქსელში წერს. როგორც განცხადებაშია ნა...

საფრანგეთის საელჩო

1791958715

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის საქმეზე: დაველოდოთ პროცესების განვითარებას და ვიქონიოთ იმედი, რომ ეს აღიარება, მონანიება არის რეალური და თვალთმაქცობას არ ექნება ადგილი

4 ოქტომბრის ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორობის ბრალდებით დაკავებულმა ოთხმა პირმა, ციხე ნოემბრის დასაწყისში უნდა დატოვოს. მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, გური ჟვანიამ და ირაკლი ჩხვირკვიამ საპროცესო შეთა...

გია ვოლსკი