"როდესაც ვიყავი ქორეპისკოპოსი და ეკლესიაში ვიხილე პედოფილი მღვდლები, პირველმა ავიმაღლე საპროტესტო ხმა ... ჯერ ავტოავარია მომიწყვეს, დავიმტვერი, შემდეგ მე და ჩემი მძღოლი მოგვწამლეს"
მარგვეთის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, ქრისტეფორე წამალაიძის წერილს დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ილია მეორის მიერ დევნილ და დასჯილ ეპისკოპოსის, მეუფე ქრისტეფორე წამალაიძის განცხადება:
"1979-80 წლებში, მე ვიყავი ქორეპისკოპოსი და უაღრესად ნათლად დავინახე რა ფორმებით ხრწნიდა ათეისტური კაგებე და მისგან ეკლესიაში შემოგზავნილი აგენტურა, განსაკუთრებით პედოფილი მღვდელმთავრები ჩვენს ეკლესიას!
ყოველივე ამის შესახებ საპროტესტო ხმა ავიმაღლე საჯაროდ, როგორც სიტყვიერად ისე ოფიციალური წერილებით!
ამის გამო დამიპირისპირდა სინოდის თითქმის ყველა წევრი პატრიარქის ჩათვლით!
პატრიარქი თითის ქნევით დამემუქრა და მას შემდეგ დაიწყო ჩემი არნახული დევნა-შევიწროვება!
ყველაფერში ვამხილე პატრიარქი და წერილობით მოვითხოვე ქორეპისკოსის თანამდებობიდან ჩემი განთავისუფლების შესახებ!
სრულყოფილად შევიცანი და შევისწავლე პატრიარქი, მისი ბუნება და მის მართვის მეთოდები!
არა მხოლოდ პატრიარქი დამემუქრა, არამედ რელიგიის რწმუნებული გივი შალვას-ძე მაისურაძე და ედუარდ შევარდნაძე!
ჯერ ავტოავარია მომიწყვეს, დავიმტვერი, მაგრამ სასწაულებრივად გადამარჩინა უზენაესმა ღმერთმა, შემდეგ მე და ჩემი მძღოლი იური ბაბაშვილი მოგვწამლეს სოფ. ბარდუბანში, დემურ ბარდაველიძის ოჯახში..
უზენაესმა ღმერთმა, პროფესორმა ნინო მგელაძემ და ექიმებმა, ხუტა პაჭყორიამ და ზურაბ ენუქიძემ სიკვდილს გამოსტაცეს ჩემი თავი!
პედოფილი მღვდელმთავრების მიერ დაიგეგმა ჩემი ლიკვიდაცია, ამის შესახებ ჩემს დედობილს საიდუმლოდ მიაწოდა ინფორმაცია მორწმუნე პიროვნებამ, მან თანხის რაოდენობაც კი უთხრა დედობილს უკვე გადახდილი ჩემი ლიკვიდაციისთვის 150 000 მანეთი!
შეტყობინებისთანავე წამოვედი შუა ღამით, რომ არავის გაეგო და მეტეხში გავჩერდი ერთი თვე, მანქანაც მეტეხში მყავდა.
გვიან საღამოთი გამომიარეს ჩემმა ახლობლებმა და თავიანთი მანქანით წამიყვანეს თბილისში!
ღამით თურმე ავის მზრახველებმა მთელ სოფელში გამორთეს ელექტრო შუქები და ყაჩაღები შუაღამისას თავს დაესხნენ შენს ოჯახს, თითქოს ძარცვის მიზნით, ამ დროს ოჯახს ჰქონდა მხოლოდ 3 მანეთი, მომხდურები უთენია დილამდე არ მიდიოდნენ, მეუღლეს ეჩხუბებოდნენ და სთხოვდნენ ეთქვა სად ვიყავი მე !
მომხდურმა სილა გააწნა მეუღლეს, გამწარებული მეუღლე ყელში სწვდა შეურაცხმყოფელს და ფრჩხილებით დასერა მისი ყელი, ტკივილმიყენებულმა მომხდურმა მეუღლეს ხელები ხანჯლით დაუსერა!
ეს მოხდა 1983 წელს.
შემატყობინეს მომხდარის შესახებ და სასწრაფოდ დავბრუნდი მეტეხში, მეუღლე ნაცემი და საკმაოდ სისხლდაკარგული საავადმყოფოში დაეწვინათ!
კასპის რაიონის მთავარი გამომძიებელი იყო მეუღლის ალალი მამიდის შვილი შოთა თაბუაშვილი, მოიძიეს ყველა საეჭვო პიროვნება, მეუღლემ უთხრა გამომძიებელს მომხდურს ყელზე აუცილებლად ექნება ჩემი ფრჩხილებით მიყენებული ნაკაწრებიო, მართლაც სიცხეში ყელზე შემოხვეული "კაშნით" მიაგნეს, მოჭიდავე, შავი სამყაროს წარმომადგენელ ამირან იაძეს, ზედმეტ სახელად "გუძას", მან თავის თანამზრახველები ვინებიც თავდასხმის დროს თან ახლდა არ გასცა, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, მას მიუსაჯეს 12 წლით პატიმრობა!
როგორც ციხიდან გამოჟონილი ინფორმაციით შევიტყვეთ, გუძას უთქვამს , თუ მალე ციხიდან არ გამიყვანენ ყველაფერ სიმართლეს ვიტყვიო!
ამ სიტყვის თქმის რამდენიმე დღის შემდეგ გუძა ციხეში სიცოცხლეს გამოასალმეს!
ყოველივე ინფორმაცია ჩემს ხელთ არსებული გავაცანი ჩემს უახლოეს მეგობარ მღვდელმთავრებს, მეუფე შიოს და ამბროსის!
მოვითხოვეთ სინოდის კრების მოწვევა, სადაც უნდა განხილულიყო პედოფილებისა და აგენტების საკითხი, მაგრამ პატრიარქმა ყველაფერი საშუალება გამოიყენა, რათა სინოდის კრება არ ჩატარებულიყო ამ საკითხთა შესახებ!
დაიწყო ისევ ჩვენი გაათმაგებული დევნა-შევიწროვება!"
ნოემბერი, 2022", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
1762607176
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი საბოტაჟის საქმეზე დაკავებულებზე: ოპოზიციაში არიან პირდაპირი აგენტები, რომლებიც ამას განზრახ აკეთებენ, მაგრამ ასევე არიან მიამიტები, რომლებსაც პრიმიტიული ტყუილით აბრუებენ
გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ყველა, ვინც თავს ესხმის ქართულ მართლმსაჯულებას, საბოლოო ჯამში, მარცხდება სტრასბურგში. ასე დამარცხდნენ ის ელჩები, რომლებიც ცრუ დემარშით მივიდნენ თავის დროზე იუსტიციის მინისტ...
1762605510
ახალი ამბებიპოლიციამ მარნეულში რამდენიმე დღის წინ მომხდარი სროლის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა, ხოლო ერთს ბრალი წარედგინება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის, კახეთისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენო...
1762602460
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის საელჩოზე: იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული
იციან, რა მომენტშიც დაგმობენ ძალადობას, დაგმობენ საკუთარ ქმედებებს და იციან, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ამ მხრივ ჩიხში არიან მოქცეული, - განუცხადა ევროკავშირის საელჩოზე საუბრისას საქართველოს პარლამ...
1762600997
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: „ნაცობა“ არის იდეოლოგია, რომელიც ეფუძნება უსამშობლობას - ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს
ეს ჩანაწერები, ეს ბრალიც სწორედ ამას გვაჩვენებს ჩვენ, დღისით, მზისით, 21-ე საუკუნეში ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც ღალატობდნენ საკუთარ სამშობლოს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თა...
1762600091
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი - ზოგიერთ პოსტსაბჭოთა პოლიტიკოსს აქვს პრეტენზია, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. ამაზე დიდი ცინიზმი და დამოუკიდებლობის უპატივცემულობა რა შეიძლება, იყოს?
რაც შეეხება ამ შეფასების დოკუმენტს, ჩვენი მთავარი შემფასებელი არის ქართველი ხალხი. ქართულ ხელისუფლებას აფასებს ქართველი ხალხი“, - ამგვარად გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროკომისიის...


























