სააკაშვილი: აფხაზებს უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა, სადაც ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისში იქნება

"აფხაზებს უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც ფეისბუკის გვერდზე ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

"უახლოეს პერიოდში, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ჩვენ არამხოლოდ ევროკავშირში შევალთ, არამედ, უნდა შევძლოთ დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკება.

რუსეთის საოკუპაციო ჯარის გაყვანასთან ერთად, ცხინვალის საკითხი თავისით მოგვარდება - ვინც წასასვლელია, წავა და ვინც დარჩება, იმათთან გასაყოფი ჩვენ არაფერი გვაქვს.

უფრო რთულადაა სიტუაცია აფხაზეთთან. იქ ბევრად მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე სამაჩაბლოში და გაუცხოების ხარისხიც უფრო მაღალია.

ჩვენ, ჩემი აზრით, მათ უნდა შევთავაზოთ ქართველთა და აფხაზთა საერთო სახელმწიფოს, საქართველოსა და აფხაზეთის ფედერაციის შექმნა ადმინისტრაციული ცენტრით ქუთაისში.

ამ სახელმწიფოში იარსებებს ორმაგი მოქალაქეობა, რაც ნიშნავს, რომ აფხაზეთის მოქალაქე ავტომატურად იქნება საქართველოს მოქალაქე და დანარჩენი საქართველოს მოქალაქე არ იქნება ავტომატურად აფხაზეთის მოქალაქე.

ამით მოვუხსნით აფხაზებს ასიმილაციის შიშს.

ორივე - ქართული და აფხაზური იქნება სახელმწიფოს ოფიციალური ენები.

ქუთაისში, პარლამენტი იქნება ორპალატიანი და ზედა პალატაში ფედერაციის ორივე სუბიექტს ექნება თანაბარი წარმომადგენლობა. აფხაზეთის პრეზიდენტი ყოველთვის იქნება საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი.

უნდა მოხდეს გარდამავალი პერიოდის აღება (ვთქვათ, 3-5 წელი), რომლის განმავლობაშიც მოხდება შეიარაღებული ძალების, საბაჟო და სასაზღვრო სამსახურის ინტეგრირება.

რა თქმა უნდა, ფედერაციის შიგნით უნდა იყოს სრულად თავისუფალი გადაადგილება და საერთო უსაფრთხოების რეჟიმი.

წამოვლენ თუ არა ამაზე აფხაზები? - ბოლო ათწლეულებმა კარგად აჩვენა, რომ აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების შანსი არ აქვს.

საქართველოსთან ერთად კი ჩვენი შემოთავაზებული მოდელით მას შეუძლია გახდეს ფედერაციის სრულფასოვანი სუბიექტი და ევროკავშირის ნაწილი განვითარებისა და იდენტობის დაცვის სრული გარანტიებით.

ჩვენ უკვე უნდა განვიხილავდეთ და ვკამათობდეთ ასეთ თემებზე, რათა მზად ვიყოთ დიდი ცვლილებებისთვის და ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

ჩემი გათვლებით, აფხაზეთთან გაერთიანების პირობებში 3-4 წელიწადში საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2-3-ჯერ გაიზრდება, რაც დაეტყობა თითოეული ქართული და აფხაზური ოჯახის კეთილდღეობას.

აფხაზეთთან ერთად მთელ საქართველოს ფედერაციას შეეძლება 6-7 წელიწადში ტურისტების რაოდენობის 20 მილიონამდე გაზრდა.

დაიწყება საპორტო ინფრასტრუქტურის ბუმი, იქნება ბევრი სხვა სარგებელიც", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

* დიმიტრი ხუნდაძე - თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786358960

ახალი ამბები

დედაქალაქის მერი რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

შოთა რუსთაველის გამზირის მასშტაბური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფ...

დედაქალაქის მერი

1786355215

ახალი ამბები

კახა კალაძე აგვისტოს ომზე: თუ წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ უდიდესი გამოწვევის წინაშე იდგა ქვეყანა და არ გადადგა შესაბამისი ნაბიჯები, ეს ძალიან მძიმე ფაქტი და უდიდესი დანაშაულია

„რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ყველანაირი პასუხისმგებლობა ეკისრება მაშინდელ ხელისუფლებას, რომელსაც სააკაშვილი და მისი რეჟიმი წარმოადგენდა“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

კახა კალაძე

1786353669

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: პატრიოტიზმი ვერ იქნება შერჩევითი, თუ საკუთარი ქვეყნის ტრაგედია მხოლოდ პოლიტიკური განცხადების თემაა, ლეგიტიმურია გაჩნდეს ეჭვი, რომ „სამშობლო“ კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევი ინსტრუმენტია

„როგორ შეიძლება საკუთარ თავს შენი ქვეყნის პატრიოტი უწოდო, მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომი შენთვის უფრო მტკივნეული აღმოჩნდეს, ვიდრე ომი, რომელიც უშუალოდ შენს სამშობლოს შეეხო? როგორ შეიძლება ცრემლს ღვრიდ...

დავით ჩიხელიძე

1786351111

ახალი ამბები

კახა კალაძე: 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების „პატრონების“ დავალება იყო, ყველაფერი გაეკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯბოქსი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლი...

კახა კალაძე

1786349153

ახალი ამბები

შსს 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წელს დუშეთის მუნიციპალიტეტში გაუჩინარებული არასრულწლოვნის გურამ დადიანიძის საქმის გამოძიების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფ...

შსს განცხადება