დიმიტრი ხუნდაძე - თუ საქართველო სტატუსს უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, ქვეყანამ მასზე უარი უნდა თქვას - სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ!

თუკი საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას, - ასეთია "ქართული ოცნების" დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძია პოზიცია. როგორც ხუნდაძე აცხადებს, გუშინდელი დღე ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი იყო და ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ უნახავს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ "არანაირი სტატუსის ფასად არ ღირს ქვეყნის ღირსების დათმობა".

"მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდით ქართული ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი მუშაობის შესახებ ევროპაში, გუშინდელმა ევროპარლამენტის რეზოლუციამ ყველა ზღვარს გადააბიჯა. ეს იყო ღია შეურაცხყოფა ქართველი ხალხის. უფრო მეტიც, ასეთი უსამართლო ევროპა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ჯერ არ გვინახავს. სტატუსის მისაღებად ღირსებას ვერ დავთმობთ! ევროკავშირის შექმნამდე, ევროპის ჩამოყალიბებაში საქართველოს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი. დღეს, სწორედ ევროპული ღირებულებების ერთ-ერთ შემქმნელ სახელმწიფოს თანამედროვე ევროპა დამამცირებლად გვექცევა. ევროკავშირის კონსტიტუციაში გარკვევით წერია, რომ ეს გაერთიანება უნდა ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. და რა ვნახეთ გუშინ? ვნახეთ ქედმაღლურად დამყურე ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ ევროპული ოჯახის ერთ-ერთ უძველეს ცივილიზებულ სახელმწიფოს. ჩვენ ამისთვის არ გვიშრომია არც მე-19 საუკუნეში და არ გვიბრძოლია არც ბოლო ათეული წლები. გუშინდელ დღეზე ქართველი ხალხის განრისხება სამართლიანია. საქართველოს ისტორია თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა. გუშინდელი დღე არ იყო დემოკრატიის და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარების დემონსტრირება. პირიქით, გვქონდა განცდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა კვლავ საფრთხის ქვეშ დადგა. რა განსხვავებაა ჩვენთვის, ვინ იქნება მბრძანებელი, თუკი კვლავ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა მოგვიწევს?! დიახ, სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა და მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის უარყოფა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაა. ვერც ბიძინა ივანიშვილს და ვერც ქართულ სახელმწიფოს სანქციების მუქარით ვერავინ შეაშინებს. პირიქით, გუშინდელმა დღემ ლამის დაანგრია ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი. ეს სახიფათო პოლიტიკური თამაშია. დღევანდელმა გლობალურმა პროცესებმა კიდევ უფრო ნათელი გახადა ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრობა არ არის მხოლოდ საქართველოს მომავლის პერსპექტივა, ეს თავად ევროპის პერსპექტივაც არის. რაც შეეხება ევროკავშირის მოახლოებულ გადაწყვეტილებას, თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს ისეთივე უსამართლო ვალდებულებებით მიიღებს, როგორი უსამართლო ბრალდებებიც რეზოლუციაში იყო ასახული, მაშინ ქვეყანამ საპასუხოდ სამართლიანი უარი უნდა თქვას", -განუცხადა დიმიტრი ხუნდაძემ "ინტერპრესნიუსს".

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ახლა კარგად მომისმინეთ ყველამ...“ - რას წერს დათო ლიკლიკაძე ლადო აფხაზავაზე?

🔵 „ოლიგარქ ივანიშვილის შავბნელი ეპოქა მთავრდება“ - შალვა ნათელაშვილი

🔵 „ყველას ცხოვრებაში დგება მძიმე მომენტი, როცა თავს ზევით ძალა არაა“ - ნინო გაჩეჩილაძე „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებებს დაუბრუნდა

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1790253770

ახალი ამბები

ქართველიშვილი: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი, რომლებიც მთელ კაპიტალს ფლობენ რუსეთში, პარალელურად სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე დაასანქცირეს

„დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ შიშველი ნახოთ - გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუს...

დავით ქართველიშვილი

1790252569

საზოგადოება

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე 5 კილოგრამზე მეტი არადეკლარირებული ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩინეს

„სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, დეტალური დათვალიერების შედეგად...

არადეკლარირებული ვერცხლი

1790250358

ახალი ამბები

გენერალური პროკურორი კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე კოვიდპანდემიის დროს ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე გაიოზ ჩარკვიანს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხ...

პროკურატურა

1790250191

საზოგადოება

„შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს: „24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. აფ...

ამინდი ამინდი

1790249906

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ევროკავშირის წარმომადგენლობის მყისიერი გამოხმაურება არის მესიჯი რადიკალებისთვის, რომ გვერდში გიდგავართ, ხომ ხედავთ, რეაგირება რა სწრაფად მოვახდინეთ

„მყისიერი გამოხმაურება რომ მოხდა, რა თქმა უნდა, მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – კი, შენი კონცერტი ვერ ტარდება, მაგრამ გვერდში გიდგავართ, ეს მესიჯი სხვა რადიკალებისთვის იყო, რომ მაინც გვერდში გიდგავართ,...

ლევან მაჭავარიანი