"სააკაშვილის დაპატიმრებას საქართველოში არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან" - ნანა კაკაბაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარის ნანა კაკაბაძის განცხადებით, სააკაშვილის დაპატიმრებას საქართველოში არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან.

მისივე შეფასებით, ძალიან არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.

როგორც ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, სამართლიანობა უნდა ნახონ.

"სააკაშვილის დაპატიმრება ბოლო პერიოდში ლამის ზოგადსაკაცობრიო პრობლემად იქცა, როდესაც მსოფლიო იცნობს 101-ზე მეტ პირველ პირს – პრეზიდენტსა და პრემიერს, რომლებიც სხვადასხვა სასჯელით დაპატიმრებული, გასამართლებული არიან. თუმცა, ასეთი სერიოზული ბრალდებებით, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი გამოირჩევა, ძალიან იშვიათი გამონაკლისები თუ გასამართლებულან მსოფლიოში.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ამას არაადეკვატური რეაგირება მოჰყვა ერთი მხრივ, მედიასაშუალებებში, მეორე მხრივ, უფლებადამცველების მხრიდან, და რაც მთავარია, ძალიან არაადეკვატურია სახალხო დამცველი, რომელიც თავის უფლებამოსილებებში და პოზიციებში ვერ გაერკვა.

რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილის სახელი უკავშირდება, ჰყავდა ასობით, ათასობით დაზარალებული, უფლება შელახული ადამიანი, 300 000-ზე მეტმა ადამიანმა გამოიარა პროკურატურა, სასამართლოები, რომლებმაც თავის თავზე გადაიტანეს ის პრობლემები, რომლებიც თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან კარგად ვიცით, ციხეებში წამება, ღირსებისშემლახავი მოპყრობები და წამებით გამოწვეული სიკვდილები, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანების ჩახოცვა.

ამ ადამიანების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებიც კი არ აღძრულა, გამოძიებებიც არ იყო დაწყებული და ხელისუფლება მათ პირდაპირ, უაპელაციოდ ეძახდა კრიმინალებს. ამას ემატება ის ომის პროვოცირება, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ განახორციელა 2008 წელს და რომელსაც მოჰყვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვა.

ოდესღაც უნდა დადგეს დრო, როდესაც სამართლიანობამ უნდა იზეიმოს, იმ ადამიანებმა, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში უხეშად ერღვეოდათ უფლებები, უნდა ნახონ სამართლიანობა", – აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.

სახალხო დამცველის აპარატმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.

სახალხო დამცველის აპარატის შეფასებით, უსტიციის სამინისტრომ/სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უნდა შეარჩიოს ალტერნატიული სამედიცინო დაწესებულება, სადაც შესაძლებელი იქნება სრულფასოვანი და ადეკვატური სამედიცინო სერვისის და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მიხეილ სააკაშვილისთვის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. იგი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები საბოლოოა და არ საჩივრდება. სააკაშვილი დაკავების დღიდან, 25-ე დღეა შიმშილობს.

ამავე თემაზე:

🔵"პატიმრის კერძო კლინიკაში გაყვანა მხოლოდ პატიმრის სურვილზეა დამოკიდებული? განსაკუთრებულ სტატუსსა და რეჟიმს არც ერთი პატიმარი არ იმსახურებს" - მიხეილ სარჯველაძე

🔵"მდგომარეობა უკვე დამძიმდა, ღარიბაშვილის ბრძანებით საავადმყოფოში არ გადაჰყავთ" - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵 "სააკაშვილი ჰიტლერს ყველაფერში ბაძავს, როდესაც ჰიტლერი ციხეში პირველად ჩასვეს, მანაც შიმშილობა დაიწყო" - ირაკლი ღარიბაშვილი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794513219

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატიაზე: გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან და ჩვენთან საუბარს დაიწყებენ

„ჩვენი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე [ბრიუსელში] მოუწევთ მიდგომების გადახედვა და იმ ფაქტთან შეგუება, რომ „ქართული ოცნება“ აგენტურით ვერ ჩაანაცვლეს და შესაბამისად, გარდაუვალი იქნება ის, რომ დასხდებიან...

ლევან მაჭავარიანი

1794512126

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტი: ირანთან არანაირი შეთანხმება არ გვჭირდება, ჩვენს ხელშია მათი ფული და მათი სრუტე

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ვაშინგტონს თეირანთან რაიმე შეთანხმება აღარ სჭირდება, რადგან „ეს დრო წარსულს ჩაბარდა“. ამერიკის ლიდერის თქმით, ირანის ფინანსები და სტრატეგიული რესურსები უ...

ტრამპიტრამპი

1794510257

მსოფლიო

სროლა თეთრ სახლთან ახლოს - თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ამერიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დამატებითი ინფორმაცია გაავრცელეს თეთრ სახლთან ახლოს მომხდარი სროლის შესახებ. წერს CNN. პოლიციის ცნობით, 12 ნოემბერს, შეიარაღებულმა პირმა ვაშინგტონის ერთ-ერთ უბანში...

სროლა თეთრ სახლთან

1794508261

ახალი ამბები

თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს

თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლე მასწავლებელს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს. არსებული ცნობით, 76 წლის მასწავლებელი დაკავებულია. გავრცელებული ინფორმაციით, მშობლები ამბობენ, რომ მოზარდმა მეგობ...

დაკავება და ბორკილები

1794507612

ახალი ამბები

შიო მესამემ ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ეროვნული ნაკრების წევრები მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ საპატრიარქო რეზიდენციაში ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ერ...

შიო მესამე