საგარეო უწყება: ბელგიის პოლიცია ჯერ არ ადასტურებს ქისტაურის მოკვლის შესახებ ინფორმაციას

გავრცელებულ ინფორმაციას ლიზა ქისტაურის მოკვლის შესახებ, ბელგიის პოლიცია ჯერ არ ადასტურებს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ. 

ლიზას გარდაცვალებას არ ადასტურებს არც დედამისი. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, დედამ კომენტარი „რადიო თავისუფლებასთან“ გააკეთა.

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში მცხოვრებ ტრანსგენდერ ქალთან, ლიზა ქისტაურთან კომუნიკაცია მის ნაცნობებს რამდენიმე დღეა არ ჰქონიათ.

ლიზა ქისტაურის ბოლო აქტივობა სოციალურ მედიაში 25 დეკემბერს ტიკ-ტოკზე გამოქვეყნებული ცეკვის ვიდეოა, რომელიც აღწერის მიხედვით, მის მეუღლეს ეძღვნება.

ასევე დაგაინტერესებთ:

* "აუცილებელია, ახლობელი ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში, მათ ამის შესახებ მედიიდან არ შეიტყონ" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს

* "აუ, ლიზა არ აღმოჩნდა, სხვა ტრანსგენდერი რას ნიშნავს? ანუ იმას ვიკიდებთ? იმას არ ჰყავს ოჯახი? აქედან მივხვდი რომ დადგმულია" - კრისტი ლაბაძე   

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758831296

საზოგადოება

გიორგი კახიანი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პროცესი ახლოვდება, ყოველთვის ცდილობენ, რომ ქვეყნის გარედან მეტი მუხტი და სიმძაფრე შესძინონ უსუსური ოპოზიციის აქციებს

ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა იმისა, რაზედაც პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა. საქართველოს შანტაჟის და მუქარის ენით არ უნდა ვესაუბროთ, არა და რეალურად ეს ყველაფერი, მათ შორის ევროკომისიის პრესსპიკერ...

გიორგი კახიანი

1758829763

საზოგადოება

ზაზა კევლიშვილი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: ხაზარაძის დაფინანსებული თვითგვემის „პერფორმანსის“ შემდეგ ზუსტად 3 წუთში ბანერები ჰქონდათ დამზადებული - ამ აფერისტობით გინდათ ხმების აღება, თქვე ფარჩაკებო?

მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიან...

ზაზა კევლიშვილი

1758829606

საზოგადოება

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბი კამაევი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: უნიჭო სპექტაკლიც ამას ჰქვია, წინასწარ ფეისბუკ ქარდებიც ჰქონდათ მომზადებული დასადებად

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი ნაძალადევში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე დამსწრეთათვის კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება. კამაე...

გაბი კამაევი

1758828985

საზოგადოება

გიორგი ზერეკიძე: კუპრაძემ და „სკვინჩა ალეკომ“, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით, რომ თვითონ დადგეს - კუპრაძეს რა კვერცხის სროლა და ბრძოლა უნდა, საკუთარ საცხოვრებელ ადგილასაც რომ იყაროს კენჭი, მეზობლებშიც ვერ მოიგებს

კუპრაძემ და სკვინჩა ალეკომ, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით რომ თვითონ დადგეს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, "ლელოს" ამ ინციდენტის დადგ...

გიორგი ზერეკიძე

1758827643

მსოფლიო

ტრამპი: პუტინი უნდა გაჩერდეს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „უნდა გაჩერდეს“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა მილიონობი...

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინი