The Washington Post: თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, ტრამპის გააფთრებული რიტორიკა რუსეთის მიმართ „მოლაპარაკებების ტაქტიკაა“, რომელიც კრემლზე ზეწოლას ისახავს მიზნად

თეთრი სახლის მაღალჩინოსნის განცხადებით, დონალდ ტრამპის გააფთრებული რიტორიკა რუსეთის მიმართ „მოლაპარაკებების ტაქტიკაა“, რომელიც კრემლზე ზეწოლას ისახავს მიზნად. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Washington Post-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის აშკარა პოზიციის შეცვლა უკრაინის მიერ საკუთარი ტერიტორიის სრულად დაბრუნების სასარგებლოდ არის ნიშანი დონალდ ტრამპის უკმაყოფილებისა ვლადიმირ პუტინის მიმართ.
მაგრამ ტრამპი არ მიანიშნებდა აშშ-ის პოლიტიკის მნიშვნელოვან ცვლილებაზე კიევის მიმართ, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გატარებული დღის განმავლობაში, რომლის ფარგლებშიც ის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, განაცხადა ოფიციალურმა პირმა. მან, ისევე როგორც სხვებმა, ანონიმურობის პირობით ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში მიანიშნებდა, რომ ომის დასასრულებლად უკრაინას ტერიტორიის დათმობა მოუწევს, ამიტომ მისი განცხადება, რომლის მიხედვითაც კიევს „უკრაინის თავდაპირველი ფორმით დაბრუნება შეუძლია“ შესაბამისი მხარდაჭერით, ნიშანდობლივი გარღვევა იყო.
მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაეროს უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ომი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასრულდება და არა ბრძოლის ველზე - აშშ-ის არსებული პოლიტიკის გამეორება, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ ტრამპის ახალი მიდგომა პრაქტიკულ მოქმედებებში არ გარდაიქმნებოდა.
თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, „იმ პრიზმიდან განიხილება, თუ როგორ შეიძლება გარიგების დადება“.
ტრამპი „პუტინით დიდი ხანია იმედგაცრუებულია. ის ძალიან ძლიერ გზავნილს აგზავნის. რუსეთი დიდი ქვეყანაა, მასშტაბური ეკონომიკით - მათ აქვთ ომის ეკონომიკა - და უკრაინამ მაინც შეძლო თავდაცვა თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. ყველაფერი რასაც ის [ტრამპი] ამბობს არის, ნახეთ, თუ პუტინს მშვიდობა არ უნდა, ბრძოლა გაგრძელდეს და ჩვენ გავაგრძელებთ ნატოსთვის იარაღის მიყიდვას“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
1758829763
საზოგადოებაზაზა კევლიშვილი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: ხაზარაძის დაფინანსებული თვითგვემის „პერფორმანსის“ შემდეგ ზუსტად 3 წუთში ბანერები ჰქონდათ დამზადებული - ამ აფერისტობით გინდათ ხმების აღება, თქვე ფარჩაკებო?
მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიან...
1758829606
საზოგადოება„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბი კამაევი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: უნიჭო სპექტაკლიც ამას ჰქვია, წინასწარ ფეისბუკ ქარდებიც ჰქონდათ მომზადებული დასადებად
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი ნაძალადევში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე დამსწრეთათვის კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება. კამაე...
1758828985
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: კუპრაძემ და „სკვინჩა ალეკომ“, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით, რომ თვითონ დადგეს - კუპრაძეს რა კვერცხის სროლა და ბრძოლა უნდა, საკუთარ საცხოვრებელ ადგილასაც რომ იყაროს კენჭი, მეზობლებშიც ვერ მოიგებს
კუპრაძემ და სკვინჩა ალეკომ, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით რომ თვითონ დადგეს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, "ლელოს" ამ ინციდენტის დადგ...
1758827643
მსოფლიოტრამპი: პუტინი უნდა გაჩერდეს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „უნდა გაჩერდეს“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა მილიონობი...
1758825764
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე ბრატისლავაში სლოვაკ კოლეგას შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის პარლამენტის მიწვევით, ბრატისლავაში იმყოფება. დელეგაციის წევრები სლოვაკეთის...