გიორგი კახიანი ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებაზე: ეს იყო ყველაზე სუსტი ზომა ჩვენი მხრიდან იმ ფონზე, თუ რა უხეში ჩარევა ხდება ზოგიერთი ელჩის მხრიდან ჩვენს საშინაო საქმეებში. სრულიად ლოგიკურია ეს მოქმედება

ეს იყო ყველაზე სუსტი ზომა ჩვენი მხრიდან იმ ფონზე, თუ რა უხეში ჩარევა ხდება ზოგიერთი ელჩის მხრიდან ჩვენს საშინაო საქმეებში. სრულიად ლოგიკურია ეს მოქმედება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი კახიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში.
გადაცემის წამყვანმა დეპუტატს გერმანიის და ბრიტანეთის ელჩების საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებების შეფასება სთხოვეს, რომ მსგავსი ფაქტი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.
„დღეს პრემიერმაც ისაუბრა ამაზე და ეს იყო [ელჩების დაბარება საგარეოში] დიპლომატიური ზომა. ვიტყოდი, რომ ეს იყო ყველაზე სუსტი ზომა ჩვენი მხრიდან იმ ფონზე, თუ რა უხეში ჩარევა ხდება ზოგიერთი ელჩის მხრიდან ჩვენს საშინაო საქმეებში. სრულიად ლოგიკურია ეს მოქმედება. აქამდე რომ არ მომხდარა [დაბარება], აქამდე არც ის ხდებოდა, ასე აშკარად, ღიად ელჩების მხრიდან ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში ჩარევა, პირდაპირ პოლიტიკური სიმპათიების დაფიქსირება, რადიკალიზმის მხარდაჭერა და წახალისება. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში მიუთითა იმაზეც, რომ ელჩს ეთხოვა კონკრეტული ფაქტები დაესახელებინა, როგორ ესხმის მათ თავს ხელისუფლება. ამ მომენტამდე არანაირი პასუხი ელჩების მხრიდან არაა გაცემული“, - აღნიშნა კახიანმა.
1758829763
საზოგადოებაზაზა კევლიშვილი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: ხაზარაძის დაფინანსებული თვითგვემის „პერფორმანსის“ შემდეგ ზუსტად 3 წუთში ბანერები ჰქონდათ დამზადებული - ამ აფერისტობით გინდათ ხმების აღება, თქვე ფარჩაკებო?
მუსიკოსი ზაზა კევლიშვილი „ლელო – ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიან...
1758829606
საზოგადოება„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გაბი კამაევი „ლელოს“ ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტზე: უნიჭო სპექტაკლიც ამას ჰქვია, წინასწარ ფეისბუკ ქარდებიც ჰქონდათ მომზადებული დასადებად
„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, გაბი კამაევი ნაძალადევში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე დამსწრეთათვის კვერცხების სროლის ფაქტს ეხმიანება. კამაე...
1758828985
საზოგადოებაგიორგი ზერეკიძე: კუპრაძემ და „სკვინჩა ალეკომ“, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით, რომ თვითონ დადგეს - კუპრაძეს რა კვერცხის სროლა და ბრძოლა უნდა, საკუთარ საცხოვრებელ ადგილასაც რომ იყაროს კენჭი, მეზობლებშიც ვერ მოიგებს
კუპრაძემ და სკვინჩა ალეკომ, კვერცხი გვესროლეს აქციაზეო და 100 % გეუბნებით რომ თვითონ დადგეს, - წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, "ლელოს" ამ ინციდენტის დადგ...
1758827643
მსოფლიოტრამპი: პუტინი უნდა გაჩერდეს
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი „უნდა გაჩერდეს“. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთმა მილიონობი...
1758825764
საზოგადოებანიკოლოზ სამხარაძე ბრატისლავაში სლოვაკ კოლეგას შეხვდა
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციასთან ერთად, სლოვაკეთის პარლამენტის მიწვევით, ბრატისლავაში იმყოფება. დელეგაციის წევრები სლოვაკეთის...