სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ

სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ.

როგორც თავდაცვის უწყება განმარტავს,ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები, ასევე, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანები ან მათი შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ.

სასწავლო გრანტით დაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნებათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამის სტუდენტებს. სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების პროექტზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიცირებული სიახლე, მთავრობის დადგენილებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერის საფუძველზე, უკვე მიღებულია და 2022-2023 სასწავლო წლიდან შევა ძალაში.

„ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის დროს მიღებული გადაწყვეტილებით, სამინისტრო უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სწავლის საფასურის 50%-იან თანადაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ დადგენილი სწავლის მინიმალური საფასურის – 2250 ლარის ნახევრის დაფარვას. გარდა ამისა, მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის მათ სემესტრულად 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ ენიშნებათ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ფული, ქონება, კომფორტი, გარეგნული სილამაზე, ფიზიკური ჯანმრთელობა - ეს ყველაფერი მის განკარგულებაშია“ - ასტროლოგი გირჩევთ

🔵 თბილისის მერია: რუსული სანომრე ნიშნის მქონე სატვირთო მანქანას, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე გადაადგილდება, მერიის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან არანაირი კავშირი არ აქვს

🔵 დავეხმაროთ მარიამს და მის პატარა ტყუპებს - კომპოზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი მეგობრის დასახმარებლად საზოგადოებას მიმართავს

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793627463

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებზე: ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები

„ის, რაც მიუღებელია ჩვენთვის, რატომღაც პოლონეთისთვის და სხვა ქვეყნისთვის არის მისაღები“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, რითაც დეპუტატი პოლონეთში განვითარებულ მოვლენებს...

ირაკლი ჭეიშვილი

1793626828

საზოგადოება

გია ვოლსკი: არც რესურსი გვაქვს და არც სურვილი, პოლონეთის შიდა პროცესებში ჩავერიოთ

პოლონეთში იმის საწინააღმდეგო ხდება, რაც კანონით აქვთ დადგენილი. ექვსი მოსამართლის ჩანაცვლების დრო მოვიდა და ვითარება უფრო დაიძაბა, თორემ წინა ხელისუფლების პერიოდში ბრიუსელმა პოლონეთს სანქციები დაუწესა...

გია ვოლსკი

1793625582

ახალი ამბები

№8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად ნოდარ ქინქლაძე დაინიშნა

სპეციალური პენიტენციური სამსახური დღეს განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. „კერძოდ, №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი რამაზ ფირცხალავა დაკავებული თანამდებობიდან გა...

პენიტენციური სამსახური

1793625126

მსოფლიო

კიევში დენის გათიშვის გამო ელექტროტრანსპორტი გაჩერდა

კიევში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხებების გამო ნაწილობრივ გაჩერდა ელექტროტრანსპორტი. ამის შესახებ „რბკ უკრაინა“ იუწყება. „ელექტროენერგიის არარსებობის გამო ტრამვაის ბროშაგოვის ხაზი არ ფუნქციონირებს...

კიევში დენის გათიშვა

1793625095

საზოგადოება

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5992 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი, ვალუტა