საპატრიარქო: ინფორმაცია, თითქოს ერთაწმინდის ტაძარი, სასულიერო პირებმა განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს – სიმართლეს არ შეესაბამება
„ინფორმაცია, თითქოს ერთაწმინდის ტაძარი, სასულიერო პირებმა განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს – სიმართლეს არ შეესაბამება“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, გავრცელებული ფოტომასალა გადაღებულია ტაძრის რესტავრაციამდე.
"რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო. მასზე ასახული იყო ერთაწმინდის ტაძარი, რომელიც სასულიერო პირებმა თითქოს განგებ დააზიანეს, ღუმელი დადგეს და მილი სარკმლიდან გაიყვანეს.
საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება. ფოტომასალა ძველია. ფოტო გადაღებულია ტაძრის რესტავრაციამდე.
აქვე დავძენთ, რომ ერთაწმინდის ტაძარს დაახლოებით ათ წელზე მეტია, სრულფასოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა და მას შემდეგ არავითარი მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით, საზოგადოებაში მსგავსი ცრუ ბრალდება და ცილისმწამებლური განცხადებები ვრცელდება.
თვალსაჩინოებისთვის გთავაზობთ ფოტომასალას. პირველ ორზე ასახულია სოციალურ ქსელში გავრცელებული ერთაწმინდის ტაძრის ძველი, რესტავრაციამდე მდგომარეობა, დანარჩენზე კი – ტაძრის ამჟამინდელი რეალური იერსახე", – აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები:
1791709697
ახალი ამბებივატო შაქარიშვილი: სიმბოლურია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობამ საკუთარ დღეობაზე ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ მიიწვია, რადგან მათი მდგომარეობა, ნამდვილად გამოუვალია
პარტიის „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი „ევროპის დღის“ ღონისძიებაზე ჯგუფის, „გამოუვალი მდგომარეობა“ მიწვევას ეხმიანება. შაქარიშვილი ამბობს, რომ ნამდვილად სიმბოლ...
1791707220
სპორტიმსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ იტალია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა
ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით დღეს, შერეული გუნდური ასპარეზობის მერვედფინალში, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა - საქართველოს ნაკრებმა იტალიის ეროვნული გუნდი დაამარცხა. ჩვენი ნაკრებიდ...
1791704567
ახალი ამბებინანა ჟორჟოლიანი: ხვალ თუ პოლიტიკაში საკუთარ თავს მოიაზრებ, თუ პოლიტიკური გეგმა გაქვს, ასე არ მოქმედებ, ხომ? ყველაფრის სანაცვლოდ უძლებს ციხის კედლებს - სავარაუდოდ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკაში აღარ უნდა იყვნენ
„როგორც ადამიანს მესმის და პოლიტიკურ ნაწილში ალბათ, როდესაც ამ გადაწყვეტილებას იღებ, ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მომავალს საკუთარ დღის წესრიგში ცხოვრებაში ვეღარ ხედავ“, - განაცხადა ნანა ჟორჟოლიანმა, მურთაზ...
1791702486
ახალი ამბებიპოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უცხოქვეყნის მ...
1791698641
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 11 ოქტომბერს საქართველოში
11 ოქტომბერს ქუთაისში უნალექო ამინდი და +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც გამოიდარა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. ბა...































