საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე გახდა

სამების ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს ახალ პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 13:00 საათიდან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს. შიომ 22 ხმა მიიღო, იობმა 9 და გრიგოლმა 7.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო - სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, ილია II-ის გადაწყვეტილებით, უკვე 9 წელია, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა. ის არის ქორეპისკოპოსი, განსაკუთრებული დამსახურებების გამო სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. დამთავრებული აქვს ბათუმის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლი - ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილი, სკოლის დამთავრების შემდეგ ის უკრაინაში სამოქალაქო ავიაციის სასწავლებელში სწავლობდა. 1988-1991 წლებში სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა, შემდეგ კი თბილისის სასულიერო აკადემიაში. 1996 წლის 24 მარტს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ არქიმანდრიტი გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპისკოპოსად აკურთხა.

მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი აქიაშვილი - ერისკაცობაში ელგუჯა აქიაშვილი, 1960 წელს ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში დაიბადა. სნოს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში იყო სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი. დაამთავრა სასულიერო სემინარია. მისი სასულიერო გზა ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაიწყო, როცა საპატრიარქოში ეკონომისტად დაინიშნა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778502703

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, - განაცხადა სამების ტაძარში ახლ...

პატრიარქი შიო მესამე

1778502206

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას

„დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარ...

კობახიძე და შიო

1778502016

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვიღებ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთი...

შიო მესამე

1778501896

საზოგადოება

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ. როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, სწამთ რომ მისი მოღვაწეობა სიმშვიდის, თანადგომისა და ეროვნული ერთიანობის საფუძვლად ი...

ბიძინა და ეკატერინა

1778500278

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე

სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე,...

ნიკოლოზ სამხარაძე