ნიკოლოზ სამხარაძე: სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე
სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.
„გავაცანით ჩვენი ხედვა იმ პრობლემის თაობაზე, რომელიც დღეს არსებობს თბილისსა და ბრიუსელს შორის ურთიერთობებში. კერძოდ, ის უსამართლო მიდგომები, რომელსაც ბრიუსელი იყენებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე. სლოვაკეთის მხრიდან ჩვენი პოზიციების აბსოლუტური გაგება და მხარდაჭერაა. ისინი საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მყარად უჭერენ მხარს. მათ საუბარში იგრძნობოდა სინანული ბრიუსელის კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე.
რაც შეეხება სექტორულ თანამშრომლობას, საუბარი იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე, განათლებისა და ახალგაზრდების კუთხით თანამშრომლობაზე. მთავარი საკითხებია ვაჭრობა, ეკონომიკა და ტურიზმი. ამ მხრივ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობა საკმაოდ დინამიკურად ვითარდება. ცოტა ხნის წინ თბილისში სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი გაიმართა, რაც, იმედია, საქართველოში სლოვაკი ტურისტების რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის. ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობები ძალიან დინამიკურად ვითარდება. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სლოვაკეთში გაიმართა პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, საგარეო საქმეთა და კულტურის მინისტრების ვიზიტები. ეს ნათლად აჩვენებს, რომ ორ ქვეყანას შორის მტკიცე პარტნიორული ურთიერთობებია. ახლა საქართველოში სლოვაკეთის მხარეს ველოდებით, ისინი ქვეყანას საპასუხო ვიზიტით ეწვევიან. სასიხარულოა, რომ სლოვაკეთი საქართველოს ერთგულ მხარდაჭერად რჩება და იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ევროკავშირთან დაკავშირებით გვაქვს“, - აღნიშნა სამხარაძემ.
1778501090
საზოგადოებასაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე გახდა
სამების ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს ახალ პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 13:00 საათიდან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მღვდელმთავრებმა ა...
1778498807
ახალი ამბებისამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთ პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. სამართალდამცველების მიერ...
1778498776
საზოგადოებასაგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს ახალი უფროსი წარადგინა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, სამსახურის პირველ მოადგილესთან, მოადგილეებთან და საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმ...
1778498247
საზოგადოებასამებაში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო
სამების ტაძარში საქართველოს ახალი პატრიარქის ასარჩევ გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მ...
1778497551
საზოგადოებასლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე: გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს ყველა იმ საკითხში, რაც მნიშვნელოვანია ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, საუკეთესო გზა არის დიალოგი და არა სანქციები
სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ამის შესახებ სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის...


























