საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წარმომადგენლები ეწვივნენ. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრებს უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ უმასპინძლა.

საპატრიარქოში იმყოფებოდნენ თიატირიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსი ნიკიტა, სელებრიის მიტროპოლიტი მაქსიმე და პროტოსინგელოსი იერონიმე.

დელეგაციის წევრებმა შიო მესამეს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) განაცხადა, ამ დღეებში საქართველოში ჩამოსვლით მართლმადიდებელმა ეკლესიებმა თანადგომა გამოიჩინეს.

„დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიომ მიიღო მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები. მოგეხსენებათ, საქართველოსა და კონსტანტინოპოლის ეკლესიებს შორის არის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა. ეს ურთიერთობა გრძელდება. ჩვენ დიდი მადლიერებით ვიხსენებთ მსოფლიო პატრიარქის, უწმინდესის, ბართლომეოსის ჩამობრძანებას ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ეს იყო დიდი თანადგომა და გამხნევება. ამ დღეებშიც მართლმადიდებელმა ეკლესიებმა ასეთივე თანადგომა გამოიჩინეს ჩვენი საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან მიმართებით თავიანთ ჩამობრძანებით და ხვალინდელ დღეს, პირველ საზეიმო საპატრიარქო წირვაზე თანამწირველობით კათოლიკოს-პატრიარქ შიოსთან ერთად“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა ანდრიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778956978

ახალი ამბები

მაია ბითაძე: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირს მოუწევს იმის გააზრება, რომ თვითონ შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ - ევროკავშირს საქართველო ძალიან სჭირდება

ევროკავშირს, ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხის ნების გათვალისიწინება მოუწევს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბ...

მაია ბითაძე

1778955054

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია - ხალხი, რომელიც მონაწილეობდა გადატრიალებაში, პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, პოლიტიკური პატიმრები არიან?!

„სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა მშვიდობიანი აქცია იყო?!“, - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს გა...

ირაკლი კირცხალია

1778952945

ახალი ამბები

მაია ბითაძე: არ მომწყინდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წერდნენ ასოცირების ხელშეკრულებას

„არ მომწყინდება იმაზე საუბარი, რომ ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც უშუალოდ წერდნენ ასოცირების ხელშეკრულებას“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ს...

მაია ბითაძე

1778950990

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს - ჩვენ გვინდა, ვიყოთ მშვიდობიანი ქვეყანა

საჯილდაო ქვის როლიდან ჩვენი ქვეყანა უნდა გამოვიდეს. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პატარა, მშვიდობიანი ქვეყანა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“. კ...

ირაკლი კირცხალია

1778948952

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო

„მიზეზი იმ დამოკიდებულებისა, რომელიც დღეს აქვს ევრობიუროკრატიას არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყანა არ გახდა მათ ხელში პროქსი სახელმწიფო“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ გადა...

ირაკლი კირცხალია