მაია ბითაძე: დარწმუნებული ვარ, ევროკავშირს მოუწევს იმის გააზრება, რომ თვითონ შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ - ევროკავშირს საქართველო ძალიან სჭირდება

ევროკავშირს, ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხის ნების გათვალისიწინება მოუწევს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

ბითაძე არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა ახლა პიკშია. მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირს საქართველო ძალიან სჭირდება.

„გადავლილია ის ფაზა, როდესაც წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი შეხვედრების დროსაც დაძაბულობა იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია დიპლომატიური პასპორტებისთვის შეჩერებულია, მოწვევებს მაინც ვღებულობთ და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში უპრობლემოდ დავდივართ, ვხვდებით ჩვენს კოლეგებს, რომლებიც კარგად იაზრებენ, რომ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ტურბულენტობებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია.

დარწმუნებული ვარ, ევროკავშირს მოუწევს იმის გააზრება, რომ თვითონ შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსვლა ძალიან უჭირთ. ამ ურთიერთობების გადაწყობა-გადალაგება არ არის მხოლოდ ისე, რომ „ქართული ოცნება“, საქართველოს მოსახლეობა ისევ თავჩახრილი იყოს. როდესაც დემოკრატიაზე და პარტნიორობაზე საუბრობენ, გაიაზრონ, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავისი ინტერესები აქვს, ჩვენ ევროკავშირში წევრობა გვინდა ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

ბითაძემ გადაცემის ბოლოს დასძინა, რომ ევროკავშირში, ახალი მენეჯმენტის და ხელმძღვანელობის პირობებში, ძალიან მოხშირდა კანდიდატის სახელმწიფოების „დაშანტაჟების“ სხვადასხვა მეთოდი.

„ძალიან მოხშირდა კანდიდატი სახელმწიფოების ე.წ. დაშანტაჟების სხვადასხვა მეთოდი. მაკედონიასთან სხვა მოთხოვნები აქვთ, ჩვენთან ეს მოთხოვნები აქვთ, სერბეთთან სხვა, ასე, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ინსტრუმენტალიზაციამ ისეთი მახინჯი ფორმა მიიღო, რომელიც დამაზიანებელია ევროკავშირისთვის“, - აღნიშნა ბითაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1781367546

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი: რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა

 რამდენჯერად ევრობიუროკრატია ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შეეცადა საზოგადოებაში გამოეწვია გარკვეული შფოთი, იმდენჯერ ჩვენმა საზოგადოებამ, ვფიქრობთ ძალიან ღირსეული პასუხი გასცა, - განაცხადა გადაცემაში „დ...

თორნიკე ჭეიშვილი

1781364213

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას, რაც შეეხება რადიკალების განცხადებას, თავიანთი არქივიდან ამოიღონ ათი ათასობით გაუბედურებული ადამიანის ცხოვრების კადრები

 „სახელმწიფო ინსტიტუციები გამართულად მუშაობენ და ახდენენ მყისიერ რეაგირებას“, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმ...

გიორგი სოსიაშვილი

1781362508

ახალი ამბები

სტუდფესტის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე გადაადგილება შეიზღუდება

 „სტუდფესტი 2026“-ის ფარგლებში დაგეგმილ გარბენთან დაკავშირებით, 14 ივნისის 02:00-დან 12:00-მდე საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ჭავჭავაძის გამზირის N74-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, რუსთავ...

ავტობუსი

1781359489

ახალი ამბები

თორნიკე ჭეიშვილი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს

 ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა...

თორნიკე ჭეიშვილი

1781356869

სპორტი

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა

 აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმამერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ისპრეზიდენტ, დანა უაითთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართველი მებრძოლების განს...

აშშ-ში საქართველოს ელჩი მერიდიანის საერთაშორისო ცენტრში UFC-ის პრეზიდენტ, დანა უაითს შეხვდა