საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ ბრალდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაჰპირდა თითქოს დაეხმარებოდა საქართველოში ყოფნის ნებართვის მოპოვებასა და საქართველოს ტერიტორიის უპრობლემოდ დატოვებაში, სხვა ქვეყანაში გადასვლასა და უკან დაბრუნების საკითხში, რის სანაცვლოდ მოსთხოვა 4000 აშშ დოლარი და წინასწარ გამოართვა 1000 აშშ დოლარი.
უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
1786867529
მსოფლიოლიბანზე ისრაელის თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
ისრაელმა ლიბანზე საჰაერო იერიშში მიიტანა. დარტყმები ნაბატიეს რაიონზე განხორციელდა. ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას 11 ადამიანი ემსხვერპლა და 20-მდე დაშავდა. ისრაელის მხარის მტკიც...
1786865437
ახალი ამბებიპოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის...
1786864903
საზოგადოებაპოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიები...
1786862224
მსოფლიომედია: მაროკოს პოლიციამ ათობით მიგრანტი დააკავა, რომლებიც სეუტაში გადასვლას გეგმავდნენ
მაროკოს ხელისუფლებამ ათობით მიგრანტი შეაჩერა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ესპანურ ექსკლავ სეუტაში გადასვლას ცდილობდნენ. მედია მაროკოს უსაფრთხოების სფეროში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით იტყობინე...
1786860417
მსოფლიორუსეთმა უკრაინის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა - არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა გასულ ღამეს ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური დარტყმა განახორციელეს კიევზე, კრივოი-როგზე, კამენსკოეზე და კრემენჩუკზე მასშტაბური იერიში მიიტანეს. აღნიშნულის შესახებ უკრაინ...





























