“საქართველოს შესახებ, 3133 წელია საუბრობენ და გონებაშეზღუდულია ის, ვისაც ვინმე მისი მამათავარი ჰგონია” - სიმონ მასხარაშვილი

ისტორიკოსი სიმონ მასხარაშვილი, ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობაზე საუბრობს და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აკრიტიკებს იმ ადამიანებს, რომლებსაც ვინმე ამ ქვეყნის მამათავარი ჰგონია:  "ქართული სახელმწიფო უცხოურ წყაროებში ჩანს უკვე 3133 წელია. ძვ.წთ. 1112 წელს ასურეთის მეფის წარწერაში მოიხსენიება ნაირის ქვეყნების კავშირის ჰეგემონი დიაოხის (ტაოს) მეფე სიენი.

საქართველოს სახელმწიფოს იცნობდნენ დიაოხის, კოლხას, იბერიის, ივერიის, გურჯისტანის, გრუზიის, გეორგიისა და სხვა სახელებით.

მის ისტორიაში იყო დაცემისა და აღორძინების პერიოდები. მისი წინამძღოლები იყვნენ აიეტი, სიენი, ფარნავაზი, ფარსმანი, მირიანი, გორგასალი, აღმაშენებელი, თამარი, ქეთევანი, ილია, ჟორდანია, ზვიადი, შევარდნაძე და სხვა მრავალი, მაგრამ არც ერთ მათგანს უკადრებია, თავი ქართული სახელმწიფოს შემოქმედათ წარმოედგინა, რადგან 3000 წელზე მეტი ხნის მანძილზე ქართულ სახელმწიფოს ქმნიდა და ასულდგმულებდა მილიონობით ღირსეული ქართველი!

ვისაც ეს არ ესმის და ვინმე საქართველოს სახელმწიფოს მამამთავარი ჰგონია, ის სინდის-გონებაშეზღუდულია" - წერს მასხარაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793081282

მსოფლიო

WELT: უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გათავისუფლებას ითხოვენ

გერმანული გამოცემა Welt-ის ცნობით, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი უკრაინისთვის ახალი კრედიტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ და კიევისთვის ევროპული დახმარების გარანტირების ვალდებულებისგან გა...

გერმანული გამოცემა

1793079999

მსოფლიო

ისრაელში ქნესეთის არჩევნები დაიწყო

ისრაელში ქნესეთის (პარლამენტის) 26-ე მოწვევის არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. საარჩევნო უბნების უმეტესობა ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 22:00 საათამდე...

არჩევნები დაიწყო

1793077529

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე სასამართლო პროცესზე: „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი საუბრობდა ყველაფერზე და არაფერზე, ამტკიცებდა იმას, რაც საერთოდ არ არის ჩვენ მიერ სადავოდ გამხდარი

5 ოპოზიციური ძალის აკრძალვის შესახებ, კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დღეს ისევ განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები მთელი კვირის განმავლობაშია დაგეგმილი. დღევანდელი პროცესი კვლავ ოპოზიციის...

არჩილ გორდულაძე

1793077114

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი საკონსტიტუციო სარჩელზე: ეს არ არის უბრალოდ რიგითი დანაშაულები, თითოეული მათგანი არის სისტემური და განგრძობითი დარღვევა საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წესწყობილების

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციური სამართლებრივი წესწყობილების დარღვევებზე რეაგირება მმართველი გუნდის ვალდებუ...

ლევან მახაშვილი

1793048134

საზოგადოება

სააკაშვილი: როინ შავაძე იყო საქართველოს მოღალატე, რომელიც 2008 წლის დროს ჩვენი ჯარების კოორდინატებს გადასცემდა - ყოველთვის ჯობია ნორმალურად გაასამართლო და როინ შავაძე თავის დროზე რომ გაესამართლებინათ, 2012-ში აუცილებლად გაუშვებდნენ პოლიტპატიმრად

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომიდან სერჟანტ როინ შავაძის საქმეზე საუბრობს. მისი თქმით, შავაძე იყო ქვეყნის მოღალატე, რომელიც 2008 წლის ომის დროს ბათუმში რუსულ დაზვერვას...

მიხეილ სააკაშვილ