საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის მეორე ფორუმში, რომელიც ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, შედგა მრავალმხრივი ინტერაქტიული დიალოგი მრგვალი მაგიდის ფორმატებში, ასევე გაიმართა პლენარული სესია, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებმა მიმოიხილეს მიღწეული პროგრესი უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ.
ალექსანდრე დარახველიძემ, მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოში მოქმედ თავშესაფრის კანონმდებლობასა და ბოლო პერიოდში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ
პრიორიტეტულ მიმართულებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს და აღნიშნა, რომ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაიხვეწა საქართველოს კანონი საერთაშორისო დაცვის შესახებ და გამკაცრდა ქვეყნიდან გაძევების პროცედურები.
ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ისაუბრა რეადმისიის სფეროში ქართული მხარის წარმატებულ გამოცდილებაზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.
საერთაშორისო მიგრაციის მიმოხილვის ფორუმი წარმოადგენს ძირითად მთავრობათაშორის გლობალურ პლატფორმას, სადაც წევრი სახელმწიფოების მიერ ხორციელდება უსაფრთხო, მოწესრიგებული და რეგულარული მიგრაციის გლობალური შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაციის გაზიარება და მიღწეული პროგრესის განხილვა.
ნიუ-იორკში საქართველოს დელეგაციას, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, იუსტიციის მინისტრის მოადგილე - გიორგი დგებუაძე ხელმძღვანელობს.
ინფორმაციას შსს ავრცელებს.
1778265798
საზოგადოებაკევინ ჰამილტონი: ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული - საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა
ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა, - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ ა...
1778264313
ახალი ამბებიახალციხეში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი დაშავდა. და...
1778263082
მსოფლიობრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს
ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს. ყველაზე მეტი ადგილი ინგლისის მასშტაბით განაწილდება, სადაც „რეფორმას“ ამ დროისთვის 955 ადგილი აქვს. მეორე ად...
1778261068
მსოფლიორობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს ვუახლოვდებით“, - განუცხადა მან ჟურ...
1778259172
სპორტი9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო კონტაქტურ კარატეში...



























