საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
თბილისში, საქართველოს და ინდოეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მე-8 რაუნდი გაიმართა. საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბატონი ალექსანდრე ხვთისიაშვილი ხელმძღვანელობდა, ხოლო ინდოეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს დასავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი, სახელმწიფო მდივანი სიბი ჯორჯი.
კონსულტაციებზე განხილული იყო ორმხრივი პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოგისტიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ორ ქვეყანას შორის საგანმანათლებლო, კულტურული და სამეცნიერო ურთიერთობების, ასვე ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი გაღრმავების ახალი გზები და შესაძლებლობები, გამოცდილების ურთიერთგაცვლის პერსპექტივები, თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა ფორმატებში. საუბარი ასევე შეეხო მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლას, საპარლამენტო და დარგობრივი უწყებებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას, საქართველო-ინდოეთის ერთობლივ პროექტებს და ბიზნეს სექტორის ჩართულობას და ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.
შეხვედრისას, მხარეებმა გაცვალეს დეტალური ინფორმაცია რეგიონული და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალური საკითხებთან დაკავშირებით, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში, შავი ზღვის რეგიონში, სამხრეთ აზიასა და ინდოეთის ზღვის რეგიონში მიმდი\/ნარე განვითარებებსა და გამოწვევებზე.
მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ რეგულარული დიალოგი და ერთობლივი მუშაობა ორმხრივი თუ რეგიონული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისათვის.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
1765614967
ახალი ამბებიევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, 8-12 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 45-ე სხდომა გაიმართა...
1765613664
საზოგადოებასაქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი: ევროკავშირი შეიშალა
საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის დამფუძნებელი დევიდ ლი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ევროკავშირი შეიშალა. დევიდ ლი აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროკავშირში არგაწევრება სწორი გადაწყვეტილებაა, ისევე...
1765610379
ახალი ამბებიშსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე,1995 წელს დაბადებული ს.თ დააკავეს. სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა...
1765605979
საზოგადოებასაჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზ...
1765572627
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება ენერგეტიკის სექტორისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რადგან კომპანიები ამ თანხებს სრულად მოახმარენ უშუალოდ პროექტების განვითარებას
ჩვენი მოტივაცია არის ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება კერძო სექტორისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი ამ თანხებს სრულად მო...



























