მეუფე შიო: ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა. მათ დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში
ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა... მათ დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა და ყოვლადქებულ მოციქულ ანდრია პირველწოდებულის, საქართველოში ქრისტეს პირველმქადაგებლისა და წმინდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენების დღეს.
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს - წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და წმინდა კეთილმსახურ მეფე ვახტანგ გორგასლის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.
წმინდა მოციქული ანდრია და მეფე ვახტანგ გორგასალი ჩვენთვის განსაკუთრებული წმინდანებია, რადგან ანდრია მოციქულმა პირველმა იქადაგა ქრისტიანობა საქართველოში, ხოლო წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ჩვენმა ეკლესიამ მიიღო ავტოკეფალია და იკურთხა პირველი კათოლიკოსი პეტრე, რომლის ხსენებასაც ასევე დღეს აღვასრულებთ. აი, ამიტომ იწოდება ჩვენი ეკლესია სამოციქულო ეკლესიად, რადგან ჩვენთან იქადაგა წმინდა ანდრია მოციქულმა და მასთან ერთად სხვა მოციქულებმაც.
წმინდა ანდრია პირველწოდებული იყო ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე უფალ იესო ქრისტესი. ახალი აღთქმის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, როგორც სახარებიდან ვხედავთ, მაცხოვრის გვერდით არიან ანდრია მოციქული და მისი ძმა პეტრე, ასევე - იაკობი და იოანე მოციქულები. ამ ოთხ მოციქულს წმინდა სახარება რაღაცნაირად უფრო მეტად გამოარჩევს დანარჩენი თორმეტისგან.
წმინდა ანდრია მოციქულს განსაკუთრებული მისია ერგო წილად. თქვენ იცით, მან იქადაგა მრავალ ქვეყანაში: საბერძნეთში, მცირე აზიის ქვეყნებში და შემდეგ მოაშურა საქართველოს, შემოვიდა დიდაჭარიდან და საქართველოს მრავალ კუთხეში იქადაგა. აკურთხა მღვდლები, დიაკვნები, ააგო და მოაწყო ტაძრები, დაადგინა საღვთისმსახურო წეს-განგება. ამიტომ ეს დიდი მოციქული, ამავე დროს დიდი მოწამეც, არის ჩვენი ერის განსაკუთრებული მფარველი.
შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენს ერს ისტორიის მანძილზე წილად ერგო ამდენი განსაცდელი, ტანჯვა, დევნა და შევიწროება. არ არსებობს ისეთი მეორე ქვეყანა, სადაც ერთდროულად ამდენი ადამიანი ეწამა, როგორც საქართველოში. ეს არის ნიშანი ღვთისგან, რომ უფალი მოგვიწოდებს მისი ერთგულებისკენ, რათა ვიყოთ მისი ერთგული, მისი ეკლესიის ერთგული სიკვდილამდეც კი და თუ საჭირო გახდება, გავიმეოროთ ჩვენი დიდი წინაპრების ღვაწლი; ხოლო ეკლესიისთვის მშვიდობიან პერიოდში მოთმინებით, სიმდაბლით გადავიტანოთ ის განსაცდელები, რომლებიც წილად გვერგება. ამისთვის საჭიროა სულიერი სიმტკიცე და განსჯის უნარი. ერთ-ერთი უმთავრესი სათნოებაა განსჯის, განრჩევის უნარი. ამიტომ დღეს განსაკუთრებით გვმართებს, გავიხსენოთ წმინდა ანდრია მოციქულის ღვაწლი და ვევედროთ მას, შეგვეწიოს ამ თვისებების მოპოვებაში.
უფალმა დაიფაროს ჩვენი ხალხი მისი ლოცვით და მოგვცეს იმის გაგება, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დღევანდელი განსაცდელები ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რაც ჩვენმა ერმა გადაიტანა ისტორიის მანძილზე, საუკუნეების განმავლობაში და ჩვენი მწუხარებები ძალიან მცირეა იმ მწუხარებებთან შედარებით, რაც გადაიტანეს და დაითმინეს მოწამეებმა, აღმსარებლებმა.
უფალმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა ანდრია პირველწოდებულის ლოცვით, შეგვეწიოს.
ჩვენი ერი სწორედ ის ერია, რომელიც გაანათლა ქრისტეს ჭეშმარიტი სინათლით მრავალი წმინდანის შრომამ და ღვაწლმა, დაწყებული წმინდა ანდრია პირველწოდებულით, სიმონ კანანელით, მატათათი. ესენი იყვნენ მოწამეები, აღმსარებლები, მეფეები, დედოფლები, პატრიარქები, სხვა სასულიერო თუ საერო პირები, რომლებმაც დაამკვიდრეს და განამტკიცეს ქრისტიანული სარწმუნოება ჩვენი ერის ცნობიერებასა და ისტორიულ მეხსიერებაში, ჩვენამდე მოიტანეს, რამაც განაპირობა ჩვენი დღემდე გადარჩენა.
მინდა, თქვენთან ერთად დიდი სიყვარულით მივულოცო დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს. იგი გახლავთ წმინდა ანდრია პირველწოდებულის სამოციქულო ღვაწლის გამგრძელებელი დღეს. ყველა ვხედავთ, რომ მისი ეს დიდი მსახურება ნამდვილად სამოციქულოა და ნაყოფები მისი მსახურებისა არის სამოციქულო. დღეს ჩვენ შვილებრივი სიყვარულით ვმადლობთ მას ამისთვის და ვულოცავთ. უფალმა ინებოს მისი ჯანმრთელობა და დღეგრძელობა.
ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის მეორმოცე დღე მიტროპოლიტ სერაფიმეს გარდაცვალებიდან. დღეს განსაკუთრებით ვლოცულობთ მისი სულისთვის, ღმერთმა შეუნდოს მას ყოველნი შეცოდებანი მისნი და სასუფეველსა ცათასა დაამკვიდროს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ღმერთმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის, წმინდა ვახტანგ გორგასლის, წმინდა პეტრე კათოლიკოსის ლოცვით გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო. ამინ“, - განაცხადა მეუფემ.
1782501060
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმის მნიშვნელობაზე: კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხების გასაჟღერებლად
საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, დუბროვნიკის ფორუმი ბოლო წლებში მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად ჩამოყალიბდა, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის წა...
1782498424
მსოფლიოპეკინში მცირე ზომის თვითმფრინავი 109 სართულიან ცათამბჯენს შეეჯახა - გამოცხადდა ევაკუაცია
ჩინეთის დედაქალაქში, პეკინის ცენტრალურ ბიზნეს უბანში მდებარე 109-სართულიან ცათამბჯენს მცირე ზომის თვითმფრინავი შეეჯახა. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. სოციალურ ქსელებით გავრცელებულ კა...
1782496902
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - აღინიშნა „შუა დერეფნის“ განვითარების პროცესში თანამშრომლობის გაძლიერება
2026 წლის 26 ივნისს დუბროვნიკის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს ბახტიორ საიდოვს შეხვდა. საქართველ...
1782495430
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი – ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დაიცვას, სწორედ ამას აკეთებს აშშ
„საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა არის გზა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ საკითხის დარეგულირება, ამ შემთხვევაში უცხოური გავლენების, საქართველო სწორი ნაბიჯებით ახერხებს იმ გამოწვევის გამკლავებას“, – ამის შ...
1782494318
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი - ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით, არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს - „ქართული ოცნების“ დიდი ნაწილი აშველებდა
„ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა. საზოგადოებასთან ბოდიშს ვიხდით. უბრალოდ არსებობს წითელი ხაზები, რის მერეც ქართველი კაცი ვერ მოითმენს“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოად...































