ევროპის საბჭოს ბერნის კონვენციის თავმჯდომარედ კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, 8-12 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ევროპის ველური ბუნებისა და ბუნებრივი ჰაბიტატების დაცვის შესახებ კონვენციის (ბერნის კონვენცია) მუდმივმოქმედი კომიტეტის 45-ე სხდომა გაიმართა.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის მონაწილეებმა ბიუროს და კომიტეტის თავმჯდომარედ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი აირჩიეს. კარლო ამირგულაშვილი ბიუროს ვიცე-თავმჯდომარის პოზიციაზე 2021 წლიდან მუშაობდა.
ბერნის კონვენცია გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებაა. შესაბამისად, აღნიშნულ პოზიციაზე საქართველოს წარმომადგენლის დანიშვნა ხელს შეუწყობს საქართველოს აქტიურ წარმოჩენას ევროპის კავშირის სტრუქტურებში, საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულების ეფექტიან შესრულებას, საქართველოში კონვენციის დანერგვასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებას.
მნიშვნელოვანია, რომ კონვენციის დანერგვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოში ზურმუხტის ქსელი შეიქმნა. 2023 წლის მდგომარეობით, საქართველოში, ზურმუხტის ქსელის ფართობი 1 307 501 ჰექტარს შეადგენს და 66 ტერიტორიისგან შედგება. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ზურმუხტის ქსელის ტერიტორიების მართვის გეგმების შემუშავება.
1765571783
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა იმ ენერგეტიკული პროექტების აჩქარება, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ ამოცანის განხორციელების პროცესში სახელმწიფოს ხედვასა და ნაბიჯებზე ი...
1765569789
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ენერგეტიკულ უწყებებში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხა სრულად მოხმარდება უწყებებისა და უშუალოდ, ენერგეტიკის სექტორის გაძლიერებას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკისთვის გამორჩეულად პრიორიტეტულ სექტორს წარმოადგენს, რომელიც, ინვესტიციების მოზიდვის უდიდეს შესაძლებლობას...
1765568590
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველო შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს და ჩვენ უსასყიდლოდ გავატარებთ იმ ტვირთს, რომელიც აზერბაიჯანიდან სომხეთში მიემართება
ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ყოველდღიურ კავშირზე ვიმყოფებით ჩვენს კოლეგებთან, რამდენადაც ჩვენ ძალიან ბევრი სექტორი გვაკავშირებს. განსაკ...
1765565509
ახალი ამბებიგუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშ...
1765563099
მსოფლიოFinancial Times: ახალი სამშვიდობო გეგმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას 2027 წლის 1-ელ იანვრამდე ითვალისწინებს
ბრიტანული გაზეთი Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს ახალი სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომელიც უკრაინამ აშშ-ს გაუგზავნა და რომელსაც ბრიუსელი მხარს უჭერს. დოკუმენტის ახალი რედაქცია, სავარაუდოდ,...




























