საქართველოში ფაიზერის ვაქცინის ახალი პარტია შემოვიდა. დროზე აიცერით, რომ ივნის/ივლისის კოვიდ აფეთქებას შეიარაღებული შეხვდეთ - გიორგი ფხაკაძე

ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, ვაქცინაციასთან დაკავშირებით, მორიგ პოსტს აქვეყნებს.

"კიდევ ერთი მეცნიერული მტკიცებულება (უკვე მერამდენე), რომ ფაიზერის და მოდერნას ვაქცინები არის უსაფრთხო და რაც მთავარია, მე-3 დოზა იცავს ინფიცირებისგან დელტას შემთხვევაში 91%-ით და ომიკრონის შემთხვევაში - 60%-ით. 

საქართველოში ფაიზერის ვაქცინის ახალი პარტია შემოვიდა. დროზე აიცერით, რომ ივნის/ივლისის კოვიდ აფეთქებას შეიარაღებული შეხვდეთ 

რუსეთი ცდილობს, ჩვენ ვიყოთ შეიარაღების გარეშე და “გვტენის” თავისას და თავისი “ძმაკაცის” ნაგავს (ვაქცინებზე და შეიარაღებაზე მაქვს საუბარი). 

ფაქტია, რომ ამერიკული და გერმანული ვაქცინები და იარაღი არის 21-ე საუკუნის თანამედროვე შეიარაღება და, დიახ, გვაქვს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ამერიკული და გერმანული ვაქცინები არის უსაფრთხო და საკმაოდ ეფექტური. დამანახეთ, მეცნიერული მტკიცებულება, რომ რუსული და ჩინური ვაქცინები ეფექტურია. ასეთს ვერ ნახავთ, ვინაიდან მტკიცებულება არ აქვთ! ჩვენ ვხედავთ მარტო "კრემლოვიჩების" პროპაგანდას ყოველგვარი მეცნიერული მტკიცებულებების გარეშე, თუ, რა თქმა უნდა, არ ჩავთვლით შარლატანებს, მაგებს, ასტროლოგებს, ბალახების გამყიდველებს, უფოლოგებს და მოსკოვში ნასწავლ “მეცნიერებს”… 

რუსული და ჩინური პროპაგანდა არის დაძველებული, კომუნისტური იდეოლოგიით გაჟღენთილი შხამი 

საქართველოს სჭირდება 21-ე საუკუნის დასავლური თანამედროვე თავდაცვითი შეიარაღება (ვაქცინები და სამხედრო შეიარაღება) ყველა იმ საფრთხეების წინააღმდეგ, რომელიც ჩრთილოეთიდან მოდის 

აიცერით ფაიზერით ან მოდერნას ვაქცინებით, დაიცავით დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები და შენობები ხშირად გაანიავეთ კოვიდის საფრთხე არსად წასულა, ისევე როგორც რუსეთის 

შეირგეთ აპრილი/მაისი და მოემზადეთ ივნის/ივლისისათვის.

07/04/2022 Paris, France

ჯანმრთელობას გისურვებთ…",-წერს, გიორგი ფხაკაძე.

ასევე დაგაინტერე­­­­სებთ:

🔵Kinder Surprise-ის კვერცხები - იდენტიფიცირებულია, სალმონელას "ინფექციის სავარაუდო გზა" - ზაზა წერეთელი

🔵არსებობს ზომბი პარტია - სახელად ნაციონალური მოძრაობა, ეს ზომბი უნდა განადგურდეს - თამარ ჩერგოლეიშვილი

🔵რუსეთის მომავალი პრეზიდენტი იქნება პეტერბურგიდან — „კოჭლი გენერალი“ - ლელა კაკულია

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1795846497

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

28 ნოემბერს ქუთაისში მზიანი ამინდი იქნება, დღისით +19 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზეა მოსალოდნ...

ამინდი ამინდი

1795811954

მსოფლიო

„განახლებულ საომარ მოქმედებებს დამანგრეველი შედეგები მოჰყვება“ - გაეროს გენერალური მდივანი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს

 გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გმობს ქუვეითში დრონით თავდასხმას, რომელშიც ირანს ადანაშაულებენ და რომლის შედეგადაც ორი იტალიელი დაიღუპა. ის ყველა მხარეს „თავშეკავებისკენ“ მოუწოდებს. „გაერო...

გაეროს მდივანჯ

1795808573

ახალი ამბები

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ლაგოდეხში საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.   ღონისძიე...

ლაგოდეხში პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

1795806281

მსოფლიო

შვეიცარიაში 35-ზე მეტი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა - არიან დაშავებულები

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, შვეიცარიაში, ციურიხის კანტონში მდებარე A1 ავტომაგისტრალზე 37 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა. მედიის ცნობით, ავარიის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.  ჯაჭვურ ავარიაში სულ 37 სა...

ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

1795804315

ახალი ამბები

შალვა გოგოლაძე სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობაზე: ამ უნივერსიტეტს დიდი ისტორია და გამორჩეული ტრადიციები აქვს, დღეს კი ამ ისტორიის ახალ ფურცელს ვწერთ

თბილისში სპორტული საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობა დაიწყო. დიღომში მდებარე სპორტული ქალაქი იქნება სივრცე, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობის პროფესიონალები შეძლებენ განათლების მიღებას და კვალიფიკაციის...

შალვა გოგოლაძე: