"საქართველოშიც იყო პარლამენტარებს შორის ცივილიზებული, ევროპული ურთიერთობები, რაც სამწუხაროდ გაქრა" - დავით გადელია
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში წერს:
"საერთოდ აღარ ვდებ პოლიტიკური შინაარსის სტატუსებს.
მთლიანად ჩართული ვარ ჩემს პროფესიაში და მინდა როგორც ექიმს, ერთნაირად მენდობოდნენ ყველანაირი პოლიტიკური შეხედულების ხალხი.
აღარც პოლიტიკურ შოუებს არ ვუყურებ- ნერვებს ვუფრთხილდები!
ამ წუთს ველოდები ძველ და თბილ სერიალს "იმედზე", ჩემი მეგობრის მონაწილეობით და "შემომეყურა" პოლიტიკური შოუს ბოლო ნაწილი, სადაც ალეკო ელისაშვილი ჰყავთ სტუდიაში და კითხვებს უსვამენ.
ისეთი რამ თქვა (ამ წუთასაც ამბობს), რომ არ შეიძლება არ გამოვეხმაურო:
"ევროპული პარლამენტარიზმი იმით განსხვავდება ქართულისგან, რომ ევროპულში პოზიცია- ოპოზიცია ერთმანეთთან კი კამათობენ ცხარედ, მაგრამ ერთმანეთი არ სძულთ და ერთად აკეთებენ ქვეყნის საქმეს, ჩვენთან კი ეს სრულიად უცხო ამბავია და პირადად მე ვცდილობ რომ შევცვალოო.."
... ძალიან სამწუხაროა, რომ აქამდე მივიდა საქმე.
შეიძლება ალეკომაც არ იცოდეს, და ბევრს არ ახსოვდეს, რომ სწორედ ასეთი, ევროპული პარლამენტარიზმის ურთიერთობის სტილი საქართველოშიც იყო!!
1995-99 წლების საქართველოს პარლამენტში იყო ძალიან ცხარე პოლიტიკური დებატები - ზოგჯერ ზომაზე მეტიც!
მაგრამ პარლამენტის სხდომის გარეთ - კომიტეტებში, მიმდინარეობდა ერთობლივი მძიმე შრომა კანონების შესაქმნელად, ხოლო თავისუფალ დროს - არც ერთობლივი თავშეყრა იყო უცხო.
სხვათა შორის, ამერიკული და ევროპული ინსტიტუტები, ყოველ მხრივ ცდილობდნენ და ასპონსორებდნენ ასეთი ტიპის თავყრილობებს პარლამენტის გარეთ, არაოფიციალურ გარემოში.
ურთიერთობებიც ძალიან ადამიანური გვქონდა ერთმანეთთან და ახლაც ძალიან თბილი გვაქვს.
ნუ, პირადად დაძმაკაცებულებს არც ვგულისხმობ.
სამაგიეროდ, ის ხუთწლიანი პარლამენტი ალბათ ყველაზე პროდუქტიულია სხვა მოწვევებთან შედარებით!
თითქმის ყველა სახელმწიფო ფუნდამენტალური კანონი, კოდექსები სწორედ იმ პერიოდში შეიქმნა.
ასე რომ, საქართველოშიც იყო პარლამენტარებს შორის ცივილიზებული, ევროპული ურთიერთობები, რაც სამწუხაროდ გაქრა.
მიზეზი ვიცი, მაგრამ არ მინდა სტატუსის პოლიტიზირება", - წერს გადელია.
სხვა სიახლეები:
1793816973
მსოფლიოCNN: „დემოკრატებს“ ტრამპთან დაპირისპირების ახალი ინსტრუმენტები ექნებათ, თუმცა იგი საგარეო ასპარეზზე მოქმედების საკმაოდ დიდ თავისუფლებას კვლავ ინარჩუნებს
აშშ-ის კონგრესის შუალედური არჩევნების შედეგებს შესაძლოა სერიოზული შედეგები მოჰყვეს არა მხოლოდ ამერიკის შიდა პოლიტიკისთვის, არამედ საერთაშორისო ურთიერთობებისთვისაც. კერძოდ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პოზ...
1793815048
საზოგადოებაიუსტიციის მინისტრის მოადგილე აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო სერვისებისა და სოციალური ინოვაციების სააგენტოს თავმჯდომარე ულვი მეჰდიევის შეხვედრა ბაქოში დაგეგმილი საჯარო მმართველო...
1793813440
საზოგადოებაჰერჩინსკი: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შერჩევითად დაკავებული პირების გათავისუფლება, კონკრეტულად რა იგულისხმება შერჩევით დაკავებაში, ამ საკითხის დეტალებში მე ვერ შევალ
ევროკავშირის ელჩმა გაფართოების შესახებ ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში შეაჯამა. პაველ ჰერჩინსკის „ქრონიკამ“ რამდენიმე კითხვით მიმართა. კერძოდ, „ქრონიკა“ დაინტერესდა ვის ეხება ევროკომისიის გაფართოების...
1793811565
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აჭარისა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობებს შექმნის რეგიონისა და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის
„Cipriani Batumi ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბათუმისა და მთლიანად აჭარის ეკონომიკის ზრდაში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას, ახალ შესაძლებლობ...
1793810845
საზოგადოებასაგარეო უწყება: სამწუხაროა, ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული შეხვედრა, რაც ზღუდავს ევროკომისიის მიერ პროგრესის ობიექტური შეფასების შესაძლებლობას
სამწუხაროა, რომ ევროკავშირის მხარემ ქართულ მხარესთან დიალოგის შეჩერების პრეტექსტით, კვლავ არ ჩაატარა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული არცერთი შეხვედრა არცერთ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ე...


























