"სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მისი გარდაცვალების მიზეზები! 12:00 საათი, ვიკრიბებით "ქართული ოცნების" ოფისთან " - ელენე ხოშტარია
"დროა"-ს ლიდერი ელენე ხოშტარია ენმ-ს ბათუმის ორგანიზაციის განცხადებას ეხმაურება.
"თბილისშიც უნდა ამოვიღოთ ხმა!
გადადგეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე!
სასწრაფოდ გამოიძიონ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე და მისი გარდაცვალების მიზეზები!
დაისაჯოს ამ საქმეში მონაწილე ყველა პირი!
25 ნოემბერი, 12:00 საათი, ვიკრიბებით "ქართული ოცნების" ოფისთან (ერეკლე მეორეს მოედანი N3)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დღეს გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება.
ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციამ ბათუმის საკრებულოში უმრავლესობა დაკარგა.
"ქართული ოცნების" ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ გვეშინია, პროტესტი არ შეწყდება და აღარავინ დარჩება მარტო მოძალადე სისტემის წინაშე!", - წერს ხოშტარია.
გუშინ ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი კირთაძემ განაცხადა,რომ საკრებულოს არჩეულ წევრზე, ნუგზარ ფუტკარაძეზე, რომელიც 6 დღის წინ გარდაიცვალა, არჩევნების შემდეგ ხელისუფლების დავალებით ზეწოლას ახდენდნენ. როგორც კირთაძემ ბრიფინგზე განმარტა, არსებობს ზეწოლის აუდიო მტკიცებულება, რომელიც მას გარდაცვალებამდე ნუგზარ ფუტკარაძემ გადასცა.
ამავე თემემაზე:
1793803413
ახალი ამბებისაგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში მოისმინეს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის...
1793802758
საზოგადოებაგიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა, თითქოს, მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და ამოცანას ასრულებდა
„ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს, ერთი მხრივ, ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრ...
1793800742
საზოგადოებათემურ მღებრიშვილი: ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ბიზნესცენტრში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებული არავინაა
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბიზნესცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავ...
1793799182
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, ნელ-ნელა ცარიელ ფურცლად, ცარიელ ქსოვილის ნაჭრად გადაიქცევა
ოპოზიციის ალიანსი მხოლოდ ლოგოზე არსებობს, მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ, რადგან ერთმანეთს დასანახავად ვერ იტანენ, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკო...
1793797671
ახალი ამბებიბიზნესცენტრ „დელისის“ შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირის 45 ნომერში მდებარე ბიზნესცენტრის შენობაში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა. შემთხვევის ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან და შესაბამის...

























