შალვა პაპუაშვილი: ბევრ რამეს შეგვახსენებს კონსტიტუცია, მისი მიღების ისტორიაც. ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებს ხელისუფლება, არ დავუშვათ გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირება, არ დავუშვათ ეკლესიის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებები
დღეს მაგიდაზე რამდენიმე გამოცემა დაგხვდათ. გარეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზის შესასვლელთან გამოფენილია 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი, რომელზედაც არის მაშინდელი პარლამენტის ყველა წევრისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრების ხელმოწერა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პლენარულ სხდომაზე.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციის ორიგინალი სახელმწიფო არქივში ინახება. თუმცა, დღეს სტუმრებს დაურიგდებათ ორიგინალის ზუსტი ასლი.
მისი თქმით, ბევრ რამეს შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ მისი მიღების ისტორიაც.
,,საქართველოს კონსტიტუცია ბევრ რამეს შეგვახსენებს - უპირველეს ყოვლისა შეგვახსენებს თავის შინაარსს. დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია კონსტიტუცია, რომელშიც აღინიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ისტორიაში. ამ განსაკუთრებული როლის აღნიშვნას მოჰყვა 2002 წელს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის ხელმოწერა. კონკორდატის ასლიც გამოვეცით და დაგირიგდათ.
1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს კონსტიტუცია მიიღეს, 25 აგვისტოს დაგეგმილი იყო კონსტიტუციის ხელმოწერა, თუმცა სახელმწიფოს მეთაურზე ტერაქტი მოხდა - მაშინაც გარე ძალების ჩარევით, შიგნით ხელების ფათურითა და გარედან ადამიანების ქვეყნის შიგნით დაპირისპირების წაქეზებით ტერაქტი მოხდა და კონსტიტუციის ხელმოწერა გადაიდო.
შემდეგ 1995 წლის 17 ოქტომბერს პარლამენტის ამ დარბაზში ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. გარეთ, კონსტიტუციის ორიგინალთან ერთად, ასევე იხილავთ იმ ღონისძიების კადრებს, როცა კონსტიტუციის ხელმოწერა მოხდა.
ბევრ რამეს შეგვახსენებს ჩვენი კონსტიტუცია - არა მხოლოდ მისი შინაარსი, არამედ მისი მიღების ისტორია. სწორედ ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით მოქმედებს დღეს ჩვენი ხელისუფლება, რომ არ დავუშვათ გარედან ქვეყნის შიგნით დაპირისპირება, არ დავუშვათ ეკლესიის მიმართ არასათანადო დამოკიდებულებები. ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში, ჩვენს სახელმწიფოებრიობას აძლიერებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1782466732
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი
სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი, -...
1782466672
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი
საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1782466628
საზოგადოებაპრემიერი: 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობ...
1782466269
საზოგადოებაპრემიერი: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი
ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობი...
1782466142
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოს...


























