პრემიერი: 2012 წლის შემდეგ პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით და მარტივია ამ მიზეზის ახსნა - ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი
გასული წლის შემდეგ, ახალი ბიუჯეტით, პენსიები გაიზარდა 517 მილიონი ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თქმით, ნახევარ მილიარდზე მეტი დაემატა ბიუჯეტს პენსიების ნაწილში.
„პირველად გადააჭარბა ამ მიმართულებით ბიუჯეტმა 5 მილიარდ ლარს, რამაც მოგვცა პენსიების გაზრდის შესაძლებლობა 70 წლამდე პენსიონერებისთვის 20 ლარით, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 45 ლარით. შესაბამისად, პენსია შეადგენს წლევანდელი ბიუჯეტის მიხედვით 370 და 495 ლარს, მაღალმთიან რეგიონებში შესაბამისად 444 და 594 ლარს.
მუდმივად იზრდება პენსიონერების რაოდენობა, რაც იმის გაგრძელებაა, რომ გაიზარდა საშუალო ასაკი. გასული წლის განმავლობაში პენსიონერების რაოდენობა საქართველოში გაიზარდა 24 200 პენსიონერით. ეს გვიმცირებს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ პენსია, თუმცა, ბუნებრივია, მთავარი არის ის, რომ იზრდება მოსახლეობის საშუალო ასაკი. ეს არის ჩვენი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების წარმატებული განხორციელების შედეგი.
მთლიანობაში, 2012 წლის შემდეგ საქართველოში პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით, 30%-ით და ძალიან მარტივია ამ მიზეზის ახსნა. ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი. სწორედ ამან მოგვცა შედეგად ის, რომ პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა საშუალო ასაკით და გაიზარდა პენსიონერების რაოდენობა 30%-ით, 683 000 პენსიონერიდან 889 000 პენსიონერამდე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1782474498
საზოგადოებაკახა კალაძე: ყველა პირის ქმედებას, რამაც გამოიწვია კონკრეტული პოლიტიკური პარტიების კამპანიის ხელშეშლა, შესაბამისი რეაგირება მოყვა
თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. მანვე განაცხადა, რომ მას, ისევე როგორც დანარჩენ პატიმრებს, საჭიროებისამებრ პენიტენციური სა...
1782474376
საზოგადოებაპრემიერი: დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამა, რაც გამიზნულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის
„დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება, რაც არის გამიზნული უცხოეთში მც...
1782469679
საზოგადოებასაქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოიფინა საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ეგზემპლარი, რომელსაც 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო...
1782468668
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: შეუფერხებლად ხორციელდებოდა რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება, რეგიონული განვითარების ფონდიდან 2025 წელს განხორციელდა 643 მილიონი ლარის ღირებულების 1 195 ინფრასტრუქტურული პროექტი
გრძელდებოდა სამუშაოები ინტერნეტიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობის მეთ...
1782468178
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით
საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლა...


























