პრემიერი: 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. 2026-28 წლებში დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება.

„ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“. აქაც განხორციელდა შტატების ოპტიმიზაცია, მთლიანობაში შემცირდა, 1100 შტატი ისე, რომ არაფერი არ დაეტყო რკინიგზას, პირიქით, გაუმჯობესდა რკინიგზის მუშაობის ეფექტიანობა. მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი. ეს ის თანხაა, რომელიც ისევ და ისევ რკინიგზის განვითარებას და შესაბამისად ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება.

ასევე იყო ძალიან მანკიერი პრაქტიკა - შუამავალ კომპანიებში იყო გატანილი კონკრეტული ბიზნესპროცესები, რაც რკინიგზის ოპერირებას უკავშირდებოდა. ეს პროცესები დავაბრუნეთ „საქართველოს რკინიგზაში“ და ამის ხარჯზე ყოველწლიურმა დანაზოგმა ან დამატებითმა შემოსავალმა შეადგინა 18.5 მილიონი ლარი. ანუ რეალურად 40 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც რეალურად გამოდის, რომ არასწორად იხარჯებოდა, ახლა ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში ყოველწლიურ ჭრილში, ანუ საუბარი არ არის ერთჯერად დანაზოგზე, არამედ ყოველწლიურ დანაზოგზე.

ასევე განხორციელდა შესყიდვების ოპტიმიზაცია, საკონტრაქტო ღირებულებების შემცირება და ამის ხარჯზე ერთჯერადად დაიზოგა 190.4 მილიონი ლარი. ესეც ჩაბრუნდება რკინიგზის განვითარებაში. ამ ყველაფრის შედეგად, ამ რეფორმების შედეგად, შარშან, 2025 წელს გაორმაგდა რკინიგზის წმინდა მოგება და ეს მოხდა მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე. ბატონი ლაშა აბაშიძე რკინიგზის ხელმძღვანელად დაინიშნა შარშან მაისში, უკვე იწურებოდა წლის პირველი ნახევარი და მხოლოდ ნახევარი წლის ხარჯზე და ნახევარწლიანი, ოპტიმიზაციის ხარჯზე ვხედავთ, რომ გაორმაგებულია რკინიგზის შემოსავლები. გაიზარდა თვისებრივად საოპერაციო მოგების მარჟა 25%-დან 36%-მდე რეფორმების შედეგად. 2024 წელს თუ იყო რკინიგზის წმინდა მოგება 68 მილიონი ლარი, 2025 წელს შეადგინა 145 მილიონი ლარი. ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია რეფორმის შედეგები“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღდგება ქუთაისის მიმართულება, წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია.

„ასევე შეიქმნა რკინიგზის განვითარების 10-წლიანი და 3-წლიანი გეგმები. 2026-28 წლების გეგმის მიხედვით, დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივის და 1500 ახალი ვაგონის შესყიდვა, ასევე ავტომატიზებული სისტემების დანერგვა და ამ ყველაფრის შედეგად რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება 15-დან 30 მილიონ ტონამდე, გაორმაგდება რკინიგზის გამტარუნარიანობა. ასევე ჩვენ შევიძენთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, ამის შედეგად სამგზავრო გადაყვანები, რომელიც არის ახლა წამგებიანი, გახდება მთლიანად მომგებიანი, დღეს სუბსიდირებულია და გახდება მომგებიანი. გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა 2-დან 5 მილიონამდე, ორნახევარჯერ გაიზრდება მგზავრების გამტარუნარიანობა „საქართველოს რკინიგზაში“.

ასევე რკინიგზას დაემატება ქუთაისის მიმართულება, აღდგება ქუთაისის მიმართულება. წელს დასრულდება თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ახალციხის რკინიგზის რეაბილიტაცია. ახალციხის მონაკვეთი საერთოდ გაჩერებული იყო წლების განმავლობაში. ამ ყველაფრის შედეგად გადაადგილების დრო არსებითად შემცირდება - თბილისი-ბათუმის მონაკვეთზე გადაადგილების დრო თუ შეადგენს ახლა 5.5 საათს, შემცირდება 4 საათამდე, საათ ნახევრით. და რაც შეეხება ახალციხეს, თავის დროზე, როცა მოქმედებდა ეს რკინიგზა, 6 საათი სჭირდებოდა გადაადგილებას, დასჭირდება 3 საათი, შემცირდება გადაადგილების დრო ორჯერ“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დაიწყება ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია.

„ასევე დაიწყება ძალიან მალე ანაკლიის 18-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა და ასევე, რაც მნიშვნელოვანია ტურისტული თვალსაზრისითაც, განხორციელდება ბორჯომი-ბაკურიანის ისტორიული სარკინიგზო ხაზის, ეგრეთ წოდებული „კუკუშკის“ რეაბილიტაცია. ეს რაც შეეხებოდა რკინიგზას, ხედავთ, რამდენად შთამბეჭდავია ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა და ეს ყველაფერი არის კიდევ ერთხელ მართვის სისტემის ზოგადად გაუმჯობესების შედეგი, რაც კონკრეტულად აისახა კონკრეტულად რკინიგზაზეც“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782466732

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი, დაიზოგა წლიურად 374 000 ლარი, ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი

სახმელეთო სექტორში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი საკადრო, საოპერაციო შესყიდვების ოპტიმიზაციის პროცესი. დაიზოგა წლიურად 374,000 ლარი. ნებართვების გაცემის პროცესი გახდა გამჭვირვალე და სამართლიანი, -...

ირაკლი კობახიძე

1782466672

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი

საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1782466269

საზოგადოება

პრემიერი: 157 კომპანიას პირობით ეპატია 1 მილიარდი ლარის ჯარიმები, რაც დააჩქარებს ენერგეტიკის სექტორის განვითარებას. ენერგეტიკის სახელმწიფო საწარმოებში ოპტიმიზაციის შედეგად, წლიურ ჭრილში გვეზოგება 24,7 მილიონი ლარი

ჩვენთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობი...

 ირაკლი კობახიძე

1782466142

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, გაციფრულდა სახელმწიფო სერვისები, რის შედეგადაც გემების მიღების პროცედურები 24 საათიდან შემცირდა 1 საათამდე

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში საკადრო ოპტიმიზაცია განხორციელდა, აქ დანაზოგმა შეადგინა 250 000 ლარი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოს...

ირაკლი კობახიძე

1782466108

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას - ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით, უკვე შემცირებულია ელექტროენერგიის მოხმარება დაახლოებით 35 %-ით

დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებას, წინასწარი ღონისძიებების გატარებამ უკვე მოგვცა ხელშესახები შედეგი - ივნისის გასული პერიოდის მონაცემებით...

ირაკლი კობახიძე