საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელმოწერილი კონსტიტუციის დედანი გამოიფინა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოიფინა საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ეგზემპლარი, რომელსაც 1995 წლის 17 ოქტომბერს ხელი მოაწერეს საქართველოს პარლამენტისა და საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პლენარულ სხდომათა დარბაზში 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ვერსიის ზუსტი ასლები დარიგდა.

საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი ვერსიის ზუსტი ასლები, პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენების ფარგლებში პარლამენტში მოწვეულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო მესამეს, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების ხელმძღვანელებს, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ასევე მოწვეულ სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ.

„პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის წინ გამოფენილია 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ორიგინალი, რომელზედაც არის პარლამენტის და საკონსტიტუციო კომისიის ყველა წევრის ხელმოწერა. ეს ორიგინალი სახელმწიფო არქივში ინახება და ჩვენ ვთხოვეთ არქივს და გავაკეთეთ მისი ზუსტი ასლი, რომლებიც თქვენ დაგირიგდათ. ეს კონსტიტუცია ჩვენ სხვადასხვა თემას შეგვახსენებს - უპირველესად, შეგვახსენებს თავის შინაარსს და დღეს განსაკუთრებით ხაზგასასმელია კონსტიტუცია, რომელშიც საქართველოს ისტორიაში მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი აღინიშნა. ამ განსაკუთრებული როლის ხაზგასმას შემდეგ 2002 წელს, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის კონკორდატის ხელმოწერა მოჰყვა. გარდა ამისა კონსტიტუციის მიღება და ის პერიპეტიები, რომლებიც უკავშირდებოდა მის მიღებას, კერძოდ 1995 წლის 25 აგვისტოს დაგეგმილი კონსტიტუციის ხელმოწერა, სახელმწიფო მეთაურზე მომხდარი ტერაქტის გამო ვერ შედგა. მაშინაც გარე ძალების ჩარევით, ქვეყნის შიგნით ხელების ფათურით და ადამიანების დაპირისპირების გარედან წაქეზებით გადაიდო კონსტიტუციაზე ხელმოწერა და შემდგომ, 1995 წლის 17 ოქტომბერს, ამ დარბაზში გაიმართა ხელმოწერის ცერემონია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782474376

საზოგადოება

პრემიერი: დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამა, რაც გამიზნულია უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩვენს ქვეყანასთან, სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებისთვის

„დიასპორაზე ზრუნვა იყო ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში და შეუფერხებლად გრძელდებოდა ყველა შესაბამისი პროგრამის განხორციელება, რაც არის გამიზნული უცხოეთში მც...

პრემიერი

1782470579

საზოგადოება

პრემიერი: 2012 წლის შემდეგ პენსიონერების რაოდენობა გაიზარდა 206 000-ით და მარტივია ამ მიზეზის ახსნა - ნულოვანი ზრუნვა წინა ხელისუფლების პირობებში ადამიანების მიმართ, ჯანდაცვის კუთხით, სოციალური კუთხით და ზრუნვის მაჩვენებელი არის რადიკალურად გაზრდილი

გასული წლის შემდეგ, ახალი ბიუჯეტით, პენსიები გაიზარდა 517 მილიონი ლარით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობის მეთაურის თ...

ირაკლი კობახიძე

1782468668

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: შეუფერხებლად ხორციელდებოდა რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული პროგრამების განხორციელება, რეგიონული განვითარების ფონდიდან 2025 წელს განხორციელდა 643 მილიონი ლარის ღირებულების 1 195 ინფრასტრუქტურული პროექტი

გრძელდებოდა სამუშაოები ინტერნეტიზაციისა და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. მთავრობის მეთ...

ირაკლი კობახიძე

1782468178

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით

საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 4 ახალი იუსტიციის სახლი, გაფართოვდა მობილური იუსტიციის სახლების მომსახურების არეალი 79 დასახლებული პუნქტით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლა...

ირაკლი კობახიძე

1782468145

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აიზომა 2 157 000 მიწის ნაკვეთი, ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სისტემური რეფორმა

ქვეყნის საკადასტრო დაფარვის მაჩვენებელმა გადააჭარბა 95%-ს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,...

ირაკლი კობახიძე