შალვა პაპუაშვილი ხაზარაძეზე: დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად ბიზნესი

საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ, ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად მისი ბიზნესი, ასე იშოვა ფული, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, დადასტურდა ისიც, რომ „ლელო“ არის ასევე თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია.
„საერთო ჯამში ეს კიდევ ერთი მხილებაა მამუკა ხაზარაძის თაღლითობისა. მერამდენე მხილება უკვე. ანაკლიის საკითხი იქნებოდა ეს, თბს ბანკიდან 17 მილიონი დოლარი ისე გააქრეს მან და ჯაფარიძემ, რომ არც დაუბრუნებიათ უკან და თბს ბანკს მოუწია ჯარიმების გადახდა და ა. შ. და ა.შ.
საერთო ჯამში ერთი დასკვნა შეგვიძლია ზოგადად გამოვიტანოთ. ეს ადამიანი ბიზნესმენობს მხოლოდ მაშინ, როდესაც მას აქვს სასათბურე პირობები შექმნილი ხელისუფლების მხრიდან და ასე აქვს, როგორც ჩანს აწყობილი მთლიანად მისი ბიზნესი და ასე იშოვა ფული. სასათბურე პირობები ხელისუფლების მხრიდან როდესაც ჰქონდა.
ვხედავთ ელემენტარულ საკითხებზე, საკუთარი ბინის გაქირავების საკითხსაც კი ვერ აწესრიგებს ნორმალურად, სამართლებრივად თუ ფინანსურად და ვხედავთ, რომ გადასახადებს მალავდა ამ საკითხშიც კი.
ასე, რომ ამით უკვე დადასტურდა საერთაშორისო, საშინაო, ადამიანურ, დიპლომატიურ, ნებისმიერ დონეზე მამუკა ხაზარაძის თაღლითობა.
დადასტურდა ასევე, რომ „ლელო“ არის ასევე თაღლითობის მიზნით შექმნილი პარტია, რომლის მიზანი იყო, რომ ბიუჯეტიდან შემდეგ მიეთვისებინა თანხები, რამენაირად ხელისუფლების ბერკეტების ჩაგდებით. პრეტენზია მილიარდ-ნახევარ დოლარზე, რომელიც ქართველ ხალხს წაუყენა. ეს არის მოცემულობა, თაღლითების პარტია. შესაბამისად მისმა წევრებმაც და მხარდამჭერებმაც ეს უნდა იფიქრონ, რომ დღეს არიან თაღლითობის მონაწილენი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მამუკა ხაზარაძე პიტერ ფიშერისგან და გერმანიის საელჩოსგან მიღებულ შემოსავალს ქონებრივ დეკლარაციაშიც მალავს.
1754385195
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს
ჩვენი დამოუკიდებლობის სამი ათეული წლის თავზე, საუბარი გვიწევს იმაზე, რომ ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტში გვყავს პარტიები და „ენჯეოები“, რომლებიც ღიად ემსახურებიან უცხო ქვეყნებს, - განაცხადა საქართველოს პარ...
1754385164
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ინფორმაციაზე თითქოს მზია ამაღლობელს ციხეში შეურაცხყოფა მიაყენეს: მოიგონებენ რაღაც ამბავს, დაიჯერებენ, მერე შექმნიან ამაზე ლექსებს და პოემებს და შემდეგ მიდის ლოყების ხოკვა
„ისე გამოგყავთ მედიას და „ნაცმოძრაობის“ აქტივისტებს, როგორც მოცემული ფაქტი, თითქოს მზია ამაღლობელს პატიმრობაში შეურაცხყოფა მიაყენა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ა.შ. ახლა ვუსმენდი იტალიის პარლამენტ...
1754385116
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს....
1754383042
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია
ჩვენ ვხედავთ, რომ შვედეთის ელჩი და საელჩო არ ასრულებს ელჩის ფუნქციას. ელჩის ფუნქცია ზუსტად ის არის, რომ განმარტოს და წარმოადგინოს საკუთარი ხელისუფლების პოზიცია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავ...
1754383014
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ჯო უილსონის განცხადებაზე: ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე
ეს არის ყოველდღიური საინფორმაციო ხმაურის შექმნა. ვხედავთ, როგორ ენაცვლებიან ერთმანეთს, გადანაწილებული აქვთ თითქოს კვირის განრიგი. უცხოეთიდან ცდილობ ქართველები ჰყავდეს ნერვებზე , - განაცხადა საქართველო...