შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის ორი მორალური ღერძია სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება, რომელმაც აირჩია საკუთარი ხელისუფლება

ეს არის ორი მორალური ღერძი, რომელზედაც დგას ევროპარლამენტი - სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება, რომელმაც აირჩია საკუთარი ხელისუფლება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიასთან.

მისი თქმით, ვინც ამ საკითხზე რეზოლუციებს დაუჭირა მხარი, ანტიდემოკრატი და საქართველოს სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელია.

„ევროპარლამენტის პირველი მორალური სვეტი არის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დემოკრატი, არის პოლიტიკური პატიმარი და არა კრიმინალი და მეორე მათი მორალური ღერძია, რომ საქართველოს მილიონ ას ოცი ათასი მოქალაქე, რომელმაც 2024 წელს ხმა მისცა ქართულ ოცნებას, არის არარაობა, არაფერი, ვინაიდან მათ თქვეს, რომ არ აღიარებენ მათ ნებას და საქართველოს პარლამენტს. ეს არის ორი მორალური ღერძი, რომელზეც დგას ევროპარლამენტი - სააკაშვილის დემოკრატად გამოცხადება და ქართველი ხალხის არარაობად გამოცხადება, რომელმაც აირჩია საკუთარი ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ ერთი კითხვა უნდა დავსვათ ევროპარლამენტის ამ წევრებს, ხმა მისცეს თუ არა რეზოლუციას, რომლითაც სააკაშვილი გამოაცხადეს დემოკრატად და პოლიტიკურ დევნილად და მისცეს თუ არა ხმა რეზოლუციას, რომლითაც ქართველი ხალხი გამოაცხადეს არარაობად და თქვეს, რომ მათი ნება არ ითვლება, თუკი შეხება გექნებათ ამ დეპუტატებთან ეს ჰკითხეთ და თუ კი ამ ადამიანებმა ამას მხარი დაუჭირეს, რა თქმა უნდა ეს ადამიანები არიან ანტიდემოკრატები და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძირის გამომთხრელები“, - განაცხადა ჟურნალისტის კითხვის პასუხად პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760102170

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1760101562

ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...

ბაჩო ახალაიას მეუღლე,

1760100956

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...

წყალი შეწყდება

1760099662

საზოგადოება

კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირით...

კულტურის კომიტეტ

1760098463

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...

გენ პროკურატურა