შალვა პაპუაშვილი: FARA-ს წყალობით შემთხვევით გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებს წერდნენ, ეს არის დღეს ევროპარლამენტი, მას სერიოზულად არ უნდა შევხედოთ

ევროპარლამენტს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, ევროპარლამენტში ვხედავთ ღირებულებით კრიზისს - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ .

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადაცემის წამყვანმა კითხვა დაუსვა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური ანგარიშის შესახებ, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაამტკიცა. კერძოდ, პაპუაშვილმა უპასუხა კითხვას, „როგორ ესახება ევროპარლამენტიდან მძიმე შინაარსის მოწოდებების ფონზე ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენა“.

„ეს აჩვენებს, რომ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ შეცვალონ ხელისუფლება და მოიყვანონ მარიონეტები ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ ალტერნატივა არის ის პოლიტიკური დაჯგუფება, რომელიც ჰპირდება ქართველ ხალხს, რომ იმოქმედებს გარედან მითითებების შესაბამისად. ჩვენ ხომ ამას გვსაყვედურობენ, რატომ არ ვიქცევით ისე, როგორც გვეუბნება რომელიმე ევროპარლამენტარი, თუ რომელიმე პრესმიდვნის მოადგილის თანაშემწე. წინასაარჩევნო კამპანიაც ხომ ამაზე იყო სინამდვილეში. სთავაზობდნენ ქართველ ხალხს, რომ ისინი მოიქცევიან ისე, როგორც ეტყვის რასა იუკნევიჩიანე. ეტყვის, დადექით ცალ ფეხზე, დადგებიან. ეტყვის, რომ დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაუწესებენ სანქციებს და დაანგრევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. ხომ ამას გვეუბნებოდნენ, გავაგზავნოთ მოხალისეები ომში, როცა არცერთმა ქვეყანამ არ გააგზავნა. ასეთი მოთხოვნები ჰქონდათ. ამას გვსაყვედურობენ სინამდვილეში „ქართულ ოცნებას“, რომ ის არ მოქმედებს გარედან მომდინარე მითითებებით. შესაბამისად, პრობლემა ეს არის.

მთლიან ისტორიაში ვინც არის აცდენილი ევროპულ ღირებულებებს, ეს არის ბრიუსელი. ბრიუსელი უნდა დაუბრუნდეს იმ ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებს, რომელიც ჩაიდო მაშინ, როდესაც ის იქმნებოდა. ის ქცევა, რასაც ვხედავთ ქართველი ხალხის მიმართ, არ არის ახლოს ევროპულ ღირებულებებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ევროპარლამენტს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ.

„გვახსოვს ტექსტები და რეზოლუციები, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი შეაფასეს როგორც პროგრესული რეჟიმი და სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. პარალელურად, მიდის საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც ვიხსენებთ მაშინდელ ტრაგედიებს, როცა რასა იუკნევიჩიანე ლიტვაში მინისტრი იყო. მისგან ვინმეს კრიტიკული სიტყვა გაუგია? დღეს რომ ბალტიის ქვეყნების მთავრობები იღვიძებენ საქართველოს შიდა პოლიტიკის კომენტარით, ერთი სიტყვა გაუგიათ მაშინ? – არა. სინამდვილეში, ისინი მთლიანი ტრაგედიის თანამონაწილეებიც არიან, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილის ამ რეჟიმს ამყარებდნენ მაშინ და ახლა სურთ მისი დახსნა ციხიდან. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რასაც ევროპარლამენტში ვხედავთ. ზუსტად იმ FARA-ს წყალობით, რომელიც დღეს ჩვენთანაც მოქმედებს, შემთხვევით გავიგეთ, რომ ამერიკელი ლობისტები წერდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტებს. ეს არის დღეს ევროპარლამენტი, როცა ამერიკიდან იწერება რეზოლუციის პროექტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1765658233

მსოფლიო

სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა

პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...

პალმირა

1765656502

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის

უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...

უკრაინა

1765655106

საზოგადოება

თინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს

ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...

თინათინ რუხაძე

1765654226

საზოგადოება

გიორგი ფხაკაძე: ყველაზე დიდი ფული არის არაბულ ქვეყნებში და ყველა ევროპული ქვეყანა, საკუთარ დედასაც გაყიდის, ოღონდ არაბული ინვესტიცია შევიდეს. ინვესტიცია ნიშნავს სამუშაო ადგილებს-არა სოციალურ დახმარებას, იმუშავებ, გექნება ხელფასი

ბრიტანეთი და არა მარტო ბრიტანეთი, საფრანგეთიც, ძალიან არის დამოკიდებული ახლა არაბულ ფულზე, როგორც თავის დროზე იყო იაპონურ ფულზე, რადგან ფული იყო მაშინ იქ და თავის დროზე იაპონური კომპანიები ძალიან დიდ...

ექიმი

1765652359

ახალი ამბები

საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული საფრანგეთი გახდა

საფრანგეთი საბავშვო ევროვიზია 2025-ის გამარჯვებული გახდა. ქვეყანას კონკურსზე ლუ დელუზი წარმოადგენდა. საფრანგეთმა ჟიურისგან 152 ხმა მიიღო, ხოლო ონლაინ ხმებით – 96 ქულა. საქართველო კონკურსზე მესამე ადგი...

საბავშვო ევროვიზია