შალვა პაპუაშვილი: მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი

მაშინ, როდესაც ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან, რა თქმა უნდა ჩვენი ნდობა ევროკავშირის საელჩოს და ევროკავშირის საელჩოს მხრიდან მომდინარე დაფინანსების მიმართ არის ძალიან დაბალი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებასთან დაკავშირებით საუბრისას.

მისივე თქმით, ამგვარ დაფინანსებას ყველა ეჭვის თავლით უყურებს.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკავშირის საელჩო აფინანსებდა ორგანიზაციებს, რომელზეც უკვე მხილებულია, რომ ისინი ყიდულობდნენ აღჭურვილობას მოძალადეებისთვის პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ISFED-ის მოქმედმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ წინა ხელმძღვანელის პირობებში მათ იყიდეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევი აღჭურვილობა და მისცეს აქციის მონაწილეებს. იგულისხმება, რომ ეს არის დონორების ფული და დიდი ალბათობით იყო ევროკავშირის ფული.

დადასტურებულია, რომ ევროკავშირის ფული მიდიოდა მოძალადეებისთვის აღჭურვილობის დასარიგებლად იმისთვის, რომ მათ პოლიციისთვის გაეწიათ წინააღმდეგობა. ამაზე ევროკავშირის საელჩოს დღემდე არანაირი განმარტება არ გაუკეთებია. ჩვენ ვნახეთ, რომ თურმე ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა ტერორისტთან.

ზვიად ცეცხლაძესთან დაკავშირებით უკვე არსებობს განაჩენი, რომლითაც დადასტურებულია, რომ ის იყო ძალადობის ორგანიზატორი და ამას საერთაშორისო ტერმინოლოგიაში ჰქვია ტერორიზმი.

სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის გამო ეჭვის თვალით ვუყურებთ ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებას. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ცხადდება, რომ წამების მსხვერპლთა საფარქვეშ ერთიანდებიან და ამ თანხებს ხარჯავენ იმისთვის, რომ დაამხონ ხელისუფლება, წინააღმდეგობა გაუწიონ პოლიციას და წაახალისონ მოძალადეები“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1761569320

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას...

გენ პროკურატურა

1761568111

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: „ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად

„ლელოს“ თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის...

შალვა პაპუაშვილი

1761565350

საზოგადოება

ტურისტული კომპანიის მიერ საზღვარგარეთ მოგზაურობის ორგანიზების დაპირებით მოქალაქეების მოტყუების გამო 4 ადამიანი დააკავეს. ზიანი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს

საქართველოს პროკურატურის თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე, მოქალაქეთა კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტებზე დაკავებულია...

ტურისტული კომპანიი

1761564776

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედება

ვიზის საკითხი გამოყენებულია ქართველი ხალხის პოლიტიკურ არჩევანზე გავლენის მოსახდენად. შესაბამისად, ეს გახლავთ გარედან საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტი, რაც არის აკრძალული ქმედე...

შალვა პაპუაშვილი

1761563638

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ALDE-ს რეზოლუციაზე: ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში

ეს არის ის სამწუხარო გავლენა, რასაც ვხედავთ ბრიუსელში, გარკვეული სოვეტიზაცია, საბჭოთა ნიავი, რომელიც ქარიშხლად იქცა ბრიუსელის სხვადასხვა დაწესებულების კორიდორებში, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ...

შალვა პაპუაშვილ