შალვა პაპუაშვილი: პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, NGO-ები და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4-ში 4 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა

პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, NGO-ები და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4-ში 4 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობების მთავარი ფაქტორი გარე ძალების არსებობაა და რომ არა ისინი, მსგავსი მცდელობები ქვეყანაში არ იქნებოდა.

„ქურდიც ფიქრობს, რომ ცხოვრებისეულად რაღაც ქონება ეკუთვნის, ამიტომ შედის სხვის სახლში და იპარავს ნივთებს. ესენიც ფიქრობენ, რომ მათ ეკუთვნით ხელისუფლება და ამიტომ შეუძლიათ ძალით აიღონ ის. ეს არის ერთი და იგივე კრიმინალური მორალი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აქ გრადაციაა. არის უშუალოდ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და თქვენ ხედავთ, რომ შსს და სუს-ი მოქმედებს ძალიან მაღალი სტანდარტით, სისტემურად. ხდება განცალკევება იმისა, თუ ვის აქვს უშუალოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი და მათი იდენტიფიცირება და დაკავება. მეორე ნაწილი არის შიდა პოლიტიკური ჯგუფები, რაშიც მოიაზრება პარტიული და NGO ჯგუფები, რომლებიც იყვნენ სრული მონაწილე 4 ოქტომბრის სახელმწიფო გადატრიალებისა. მათ ეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ. ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა იქ რისთვის მიდიოდა და შესაბამისად, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იზიარებენ ის პოლიტიკოსები, NGO-ები და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც 4-ში 4 საათზე თავისუფლების მოედანზე ამ ქვეყნის დასამხობად მივიდა.

ასევე არის მესამე პასუხისმგებლობა - გარე ძალები, რომელიც სინამდვილეში, მთავარი სულის ჩამდგმელები არიან სახელმწიფო გადატრიალების, რომელიც ჩავარდა. ისინი არიან მთავარი, მათ გარეშე არ იქნებოდა არაფერი, არც ძალადობა, არც შევარდნები, მანამდე პარლამენტის შტურმის მცდელობები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1760102170

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარის კურსი

1760101562

ახალი ამბები

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული

ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...

ბაჩო ახალაიას მეუღლე,

1760100956

საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...

წყალი შეწყდება

1760099662

საზოგადოება

კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირით...

კულტურის კომიტეტ

1760098463

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...

გენ პროკურატურა