პროკურატურამ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 სექტემბერს, თბილისში, ერთ-ერთ მაღაზიაში ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანს, შემდეგ კი მაღაზიის მიმდებარედ გააგრძელა მასზე ფიზიკური ძალადობა.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე სასამართლოს შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1758011607

საზოგადოება

პრემიერ-მინისტრი თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის პრეზენტაციას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჯანდაცვისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით თბილისის მერის, კახა კალაძის პრეზენტაციას დაესწრო. როგორც პრეზენტაციისას აღინიშნა, 2026-2029 წლებში, თბილისშ...

პრემიერ-მინისტრი

1758011517

საზოგადოება

კახა კალაძე: ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, რომ როგორმე წინ აიფაროს პოლიტიკური სარჩული

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაკავებული გიორგი ბაჩიაშვილი ცდილობდა და ცდილობს, შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოც...

კახა კალაძე

1758011461

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არ ვიცი ასეთი რა ვალი აქვს რუს ხალხს ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ ყოველთვე მილიონობით რუბლი ერიცხება. ამტკიცებს, რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებსო. ფარისევლობის მწვერვალია, რასაც ჩვენ ამ ოჯახის მაგალითზე ვხედავთ

არ ვიცი ასეთი რა ვალი აქვს რუს ხალხს ელენე ხოშტარიას მიმართ, რომ ყოველთვე მილიონობით რუბლი ერიცხება. ელენე ხოშტარიაც ამტკიცებს, რომ რუსეთი არ იცავს ხელშეკრულებებს, არ უნდა ენდო. როგორც ჩანს, ერთადერთი...

შალვა პაპუაშვილი

1758010810

საზოგადოება

2026-2029 წლებში თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების გაფართოება იგეგმება

თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილია თბილისში ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე ექვსი პროგრამის, ასევე სოციალური პროგრამების გაფართოება. როგორც დედაქალაქის მერის მოად...

კახა კალაძე

1758010264

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი რადიკალების დაანონსებულ არეულობაზე: დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომელიც ახლა აორგანიზებს ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას, ქართველი ხალხისგან საკადრის პასუხს მიიღებს

დადგება 5 ოქტომბერი და ეს ხალხი, რომლებიც ახლა აორგანიზებენ ხელისუფლების ძალადობრივ შეცვლას რა თქმა უნდა საკადრის პასუხს მიიღებენ ქართველი ხალხისგან, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარ...

შალვა პაპუაშვილი