შალვა პაპუაშვილი: საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ დასავლეთში გამოღვიძებას - იმედით ვუყურებთ იმ პატრიოტულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირში ძლიერდებიან
საბედნიეროდ, დასავლეთი იღვიძებს, ევროკავშირთან ურთიერთობას ვხედავთ მაშინ, როცა ბრიუსელი დაუბრუნდება ეროვნული ინტერესების, პატრიოტიზმის და ქრისტიანულ ფასეულობებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში.
„საბედნიეროდ, ჩვენ ვხედავთ გამოღვიძებას დასავლეთში. ჩვენ ვნახეთ აშშ-ში მოქალაქეების გამოღვიძებას, რომლებმაც დაასრულეს ის ყალბი იდეოლოგიები, რომელიც მართლაც უკვე ყველგან იყო შესული და დღეს ფაქტობრივად, ამოძირკვა უწევს ტრამპის ადმინისტრაციას. წარმოიდგინეთ, ახლა ჩვენთან ეს რომ ყოფილიყო, ტრამპის ადმინისტრაცია რასაც ამბობს, გენდერული თანასწორობის ყალბი იდეოლოგიები, გააქრეს ერთი სფეროდან, მეორე სფეროდან. ჩვენ ახლა ამ დონემდე არ ვიყავით შესული და ეს რომ დაგვეწყო, აქ რა ეგზეკუციას მოგვიწყობდნენ ხომ უცხოეთიდან? მათ ფაქტობრივად, უწევთ ამოძირვა ამის, ასე ვთქვათ, მახვილით და ცეცხლით.
„იუესეიდი“ ფაქტობრივად, დაანგრიეს, დაშალეს, გააქრეს საერთოდ. ხალხი ქუჩაში გამოყარეს მართლა, იმდენად რადიკალური გადაწყვეტილების მიღება მოუწიათ, რომ როგორც თვითონ უწოდეს, თაღლითური ორგანიზაცია გაეუქმებინათ და ევროპაშიც ვხედავთ ამ გამოფხიზლებას. ვხედავთ უნგრეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, აგერ პოლონეთიც ახლა ცოტა დაფიქრდება ალბათ, რა ხდება მათ თავს და ასე შემდეგ. სხვა ქვეყნებშიც ვხედავთ უკვე, რომ მოძლიერებულია ეს ძალები.
ამიტომ, ჩვენ იმედით ვუყურებთ იმ პატრიოტულ ძალებს, რომლებიც ევროკავშირში ძლიერდებიან და ჩვენ, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ურთიერთობას, ღირებულებით თანხვედრას ვხედავთ მაშინ, როდესაც იქნება ეროვნული ინტერესები, პატრიოტიზმი, ქრისტიანული, არა მაინცდამაინც ეკლესიური გაგებით ვამბობ, არამედ ღირებულებითი გაგებით, მათ შორის, ამ ფასეულობებს დაუბრუნდება ბრიუსელი და დაუბრუნდება ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1764350973
სპორტიგორ აივაზიანი 23 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
ბუდაპეშტში 23 წლამდე მოკრივეთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. მოკრივე გორ აივაზიანმა (-55 კგ) ნახევარფინალი ინგლისელ აბდულ რაჰმან ბარტონთან დათმო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ნახევარფინალურ შეხ...
1764350784
საზოგადოებაზარქუა გახარიაზე: პრემიერმინისტრობა ჩაგაბარეს და ყველაზე რთულ მომენტში ქვეყანას და გუნდს უღალატე - ასეთი კაცისგან შექმნილი პარტია და გუნდი დიდხანს ვერ იცოცხლებს
„პრემიერმინისტრობა ჩაგაბარეს და ყველაზე რთულ მომენტში ქვეყანას და გუნდს უღალატე - ასეთი კაცისგან შექმნილი პარტია და გუნდი დიდხანს ვერ იცოცხლებს“, - ასე აფასებს დიასპორის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდო...
1764348795
საზოგადოებაგოგა მემანიშვილი: ამ ეტაპზე, შეგვიძლია, მსვლელობის მონაწილეებს დავუტოვოთ ერთი სამოძრაო ზოლი და შეუძლიათ, ტროტუარზეც იმოძრაონ, შემდეგ მივიღებთ დანარჩენ ზომებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებიც მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, მოუწოდა, ტროტუარზე იმოძრაონ და ერთ...
1764347077
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს - ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ
მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კ...
1764344219
მსოფლიოანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა
„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობა დატოვა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „არ მსურს რომ ჩვენს პარტნიორებ...



























