შალვა პაპუაშვილი: რატომ ფიქრობს ბატონი ფიშერი, რომ მას აქვს უფლებამოსილება, კომპეტენცია, ვალდებულება და საერთოდ, რატომ უნდა იყოს ინტერესში, რომ მისი განმარტება მოვისმინოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩი არსებობს

მგონი, ნელ-ნელა უნდა შევეშვათ პეტერ ფიშერის განცხადებების კომენტირებას, ვინაიდან ის არ ეშვება საქართველოს კომენტირებას და ახლა, საერთოდ ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში ერევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

იგი გამოეხმაურა გერმანიის ელჩის განცხადებებს, რომლის თანახმადაც, მიღებული კანონებით საქართველო ვერ შეძლებს ევროკავშირში გაწევრიანებას და რომ დეკემბრის დასაწყისში ევროპული საბჭო მოიწონებს ევროკომისიის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მიმართ გაფართოების ფაილი დახურულია.

„ჩვენ კომპეტენციაში ხომ ჩაერია - სასამართლო გადაგვიწყვიტა, ვის რა უნდა მივუსაჯოთ, ვის არა. კანონები გადაგვიწყვიტა ჩვენ ნაცვლად, ქართველი ხალხის ნაცვლად. მმართველობა, არჩევნები ყველაფერი გადაგვიწყვიტა და ყველაფერში ჩაერია. ახლა ერევა ევროკავშირის ელჩის კომპეტენციაში. ვერ გავიგე, ბატონი ჰერჩინსკი ვერ ართმევს თავის ფუნქციებს თავს, რომ განმარტოს, რა იყო გაფართოების ანგარიშში და რა არ იყო. ბრიფინგი ჩაატარა ადამიანმა, ჟურნალისტები დაპატიჟა, ყავა დაალევინა და მოკლედ მთელი ლაივშოუ იყო მოწყობილი გაფართოების ანგარიშზე. ვერ განმარტავს ევროკავშირის ელჩი? აბა, რისთვის ჰყავს ევროკავშირს ელჩი, რომ გერმანიის ელჩი განგვიმარტავს ევროკავშირის ფუნქციებს.

27 ქვეყანა არის, უმეტესობას საქართველოში საელჩო აქვს - ბულგარეთის ელჩი არ განმარტავს, საფრანგეთის ელჩი არ განმარტავს, ესტონეთის ელჩიც კი არ განმარტავს, არავინ არ განმარტავს და რატომ ფიქრობს ბატონი ფიშერი, რომ მას აქვს უფლებამოსილება, კომპეტენცია, ვალდებულება და საერთოდ, რატომ უნდა იყოს ინტერესში, რომ მისი განმარტება მოვისმინოთ, როდესაც ევროკავშირის ელჩი არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764347077

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს - ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კი ნამდვილად უნდა მიხვდე კაცი, რომ გეოპოლიტიკურად აღრეულ დროებაში ცხოვრობ

მოდი, ყველამ თავის კონსტიტუციას მიხედოს, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. როგორც ის აღნიშნავს, ნეიტრალური შვეიცარიის საელჩო რომ უადგილოდ აჟიტირდება, მაშინ კ...

შალვა პაპუაშვილი

1764344219

მსოფლიო

ანდრეი ერმაკმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

„უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა თანამდებობა დატოვა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „არ მსურს რომ ჩვენს პარტნიორებ...

ანდრეი ერმაკ

1764343075

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: განსაკუთრებით აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ქართული და აზერბაიჯანული გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის...

 შემოსავლების სამსახური

1764340267

საზოგადოება

პაპუაშვილი ფიშერის განცხადებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეხვედრის გადადებაზე: როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 21 ნოემბრის შეხვედრის გადადებას გულისხმობს. მისი...

შალვა პაპუაშვილი

1764338269

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ნოემბრის მოვლენებზე: 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა, ტაში დაუკრეს ძალადობას

„100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ელჩს...

შალვა პაპუაშვილი