Prime Time-მა მოიპოვა ე.წ. მანიფესტი, რომელიც ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს აქციაზე წაიკითხავს

Prime Time - მა მოიპოვა ე.წ. მანიფესტი, რომელიც წყაროს ცნობით ბრიუსელთან შეთანხმდა და რომელსაც ოპოზიცია დღეს, აქციაზე წაიკითხავს. გთავაზობთ ტექსტს უცვლელად.

„წინააღმდეგობის მოძრაობის მანიფესტი

წინამდებარე მანიფესტის ხელმოწერით ვაცნობიერებთ რომ:

• „ქართულმა ოცნებამ“ მიიტაცა სახელმწიფო, უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია, ახორციელებს საკუთარი მოქალაქეების ტერორს და ამყარებს დიქტატურას, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და სახელმწიფოებრიობას.

• რუსეთი აწარმოებს ჰიბრიდულ ომს საქართველოსთან „ქართული ოცნების“ ხელით და ტრამპისეული “დიპ სტეიტის” ცრუ ნარატივის შემოტანით. საქართველოს სახელმწიფოს, მისი ისტორიული მისწრაფებისა და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთანხმდებით შემდეგზე:

• ვარწმუნებთ ქართულ საზოგადოებას არ ვცნოთ დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ჩატარებული 2024 წლის არჩევნების შედეგები, ასევე არსებული საარჩევნო ადმინისტრაციით და კანონმდებლობით ჩატარებული არცერთი მომავალ არჩევნები. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საყოველთაო პროტესტი ივანიშვილის რუსულ რეჟიმს გატეხავს და რეჟიმი შეგუებული იქნება ძალაუფლების დათმობას.

• ნებისმიერი გზით ვეწინააღმდეგებით არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ წარმოებულ ტერორს და ვმოქმედებთ შემდეგი სამი ძირითადი მიზნის მისაღწევად:

1. პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება

2. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად საჭირო გარემოს მოპოვება და არალეგიტიმური ხელისუფლების მმართველობიდან ჩამოშორება;

3. კონსტიტუციური ჩარჩოს აღდგენა და ქვეყნის დაბრუნება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე; ვაცნობიერებთ, რომ ამ საერთო მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი პირობაა საზოგადოების კონსოლიდაცია, საერთო მიზნების მიღწევის გზებზე შეთანხმება და ერთიანი მოქმედება პროტესტში ხალხის მაქსიმალური რაოდენობის ჩასართავად. ვაცნობიერებთ, რომ რეჟიმის დასამარცხებლად მზად უნდა ვიყოთ მტკიცე, თანმიმდევრული და შეუჩერებელი ბრძოლისთვის იმდენ ხანს, რამდენიც გამარჯვების მისაღწევად დაგვჭირდება“, - აღნიშნულია „მანიფესტში“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1764343075

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: განსაკუთრებით აქტიურ რეჟიმში ხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვებში ჩართული სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ყველა საბაჟო პროცედურა, რათა შეუფერხებლად მოხდეს მათი გატარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება ქართული და აზერბაიჯანული გარკვეული მედია საშუალებით გავრცელებულ მორიგ, დეზინფორმაციულ განცხადებას საქართველოში, აზერბაიჯანული ტვირთების (მათ შორის...

 შემოსავლების სამსახური

1764340267

საზოგადოება

პაპუაშვილი ფიშერის განცხადებაზე საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეხვედრის გადადებაზე: როდესაც ელჩი იტყუება ძალიან ცუდი ფაქტია, ვინაიდან ევროკავშირის მხრიდან არცერთი სახელმწიფო მოხელე სანქცირებული არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ კომენტარსაც გამოეხმაურა, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის 21 ნოემბრის შეხვედრის გადადებას გულისხმობს. მისი...

შალვა პაპუაშვილი

1764338269

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ნოემბრის მოვლენებზე: 100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა, წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა, ტაში დაუკრეს ძალადობას

„100-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. წვავდნენ პოლიციის ტექნიკას, ამ ყველაფერს უყურებდა ბრიუსელი და ტაშს უკრავდა. ტაში დაუკრეს ძალადობას. არც ევროკავშირის ელჩს, არც რომელიმე სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ელჩს...

შალვა პაპუაშვილი

1764336821

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავუწყებთ, ის, რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში

„მათხოვრობას ბრიუსელის ევრობიუროკრატიას არ დავუწყებთ. ის, რაც შეწყდა 2024 წლის ივნისში, ვერ შეჩერდებოდა 2024 წლის ნოემბერში“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიც...

შალვა პაპუაშვილი

1764335562

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ლარი, ვალუტა