პრემიერი: საქართველო რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობია, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს
გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო თავის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ - სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და ავლენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას.
„ვხელმძღვანელობთ მდგრადი მშვიდობის მკაფიო ხედვით; ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, აღწევს შთამბეჭდავ ზრდას და ავლენს განსაკუთრებულ ეკონომიკურ მდგრადობას. ეს მიღწევები პირდაპირ ასახავს მთავრობის სახელმძღვანელო სტრატეგიას: მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, ხოლო პროგნოზირებადობა, თავის მხრივ ქმნის საფუძველს მდგრადი ეკონომიკისთვის.
საქართველომ ზედიზედ რამდენიმე წლის განმავლობაში შეინარჩუნა ეკონომიკური ზრდის სტაბილური ტენდენცია. 2021-2024 წლებში საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი - საშუალოდ 9.8% - დააფიქსირა მსოფლიოში! ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) აშშ დოლარში გაორმაგდა და მეტადაც გაიზარდა 2020 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, რასაც მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შეფასებები ადასტურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დადებითი ეკონომიკური იმპულსის გათვალისწინებით, საქართველო არის რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს.
„აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ის შექმნილია არა მხოლოდ ვაჭრობის ხელშეწყობის, არამედ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების - ერებს შორის ნდობის ყველაზე მდგრადი საფუძვლის - გასაძლიერებლად. მართლაც, შუა დერეფანი მეტია, ვიდრე სატრანსპორტო მარშრუტი! ეს არის ნდობის დერეფანი, რომელიც ადამიანებს, ბიზნესებსა და კულტურებს აკავშირებს მთელი კონტინენტის მასშტაბით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1765531033
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა რეესტრზე: განსაკუთრებული სპეკულაციაა, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემით სპეკულაცია. მათ შორის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს
„განსაკუთრებული სპეკულაციაა, როდესაც სამედიცინო მუშაკების მხრიდან ხდება ჯანმრთელობის თემით სპეკულაცია. მათ შორის ვხედავთ პოლიტიკურ სპიკერებს, რომლებიც შეიძლება პროფესიით ექიმები არიან და ამას იყენებენ...
1765529008
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს
ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინი...
1765527952
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში - 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა, ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის
არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში. ერთადერთი სტანდარტი მოქმედებს აქ ყველას მიმართ, ვინაიდან სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამას გულისხმობს, რომ ხალხი თავად წყვეტს საკუთარ პოლი...
1765526776
საზოგადოებაპაპუაშვილი: ენჯეო სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით
„ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობ...
1765525826
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრალი წარდგენილია გახარიას მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას და მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს
სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილება, რომელიც დიდმა პალატამ დაადასტურა, ამ გადაწყვეტილების საფუ...


























