შალვა პაპუაშვილი: არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში - 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა, ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის
არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში. ერთადერთი სტანდარტი მოქმედებს აქ ყველას მიმართ, ვინაიდან სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამას გულისხმობს, რომ ხალხი თავად წყვეტს საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს და საკუთარი მმართველობის საკითხებს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევაზე საუბრისას.
მისი თქმით, მეგობრობა არ ნიშნავს იმას, რომ ქართველ ხალხს ვინმესთვის შოდა საქმეებში ცარევის უფლება აქვს მიცემული.
„ჩვენ ამიტომ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, რომ არ გვინდოდა, საბჭოთა მოსკოვი ჩარეულიყო ჩვენს შიდა საქმეებში. საბჭოთა მოსკოვს კი ავცდით ამ მხრივ და გავითავისუფლეთ თავი, მაგრამ ამის საპირწონედ ვიღაცამ რატომღაც ჩათვალა, რომ ტალინი, ვილნიუსი, ბერლინი უნდა ჩაერიოს. რა გამოლევს დედაქალაქებს, 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა, ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის. იქ ერთი მისამართი მაინც იყო და ვიცოდით, ვისთან გვქონდა საქმე და ახლა რატომღაც დიდი და პატარა - ყველა ფიქრობს, რომ ქართველებს ჭკუა უნდა ასწავლოს, მათ შორის ის ქვეყნები, რომელთა დამოუკიდებლობა რამდენიმე ათეულ წელს ითვლის ისტორიულადაც”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომელთა გამო აშშ-ის ადმინისტრაცია ევროკავშირს აკრიტიკებს და აღნიშნა, რომ ეს პრობლემები ყველაზე კარგად საქართველოსთან ევროკავშირის დამოკიდებულებაში გამოჩნდა.
„ის, რაშიც ამერიკის ადმინისტრაცია დღეს ევროკავშირს ამხელს, ყველაზე კარგად გამოჩნდა საქართველოსთან დამოკიდებულების მაგალითში. ყველაზე კარგად გამოჩნდა ევროკავშირის ფარისევლობა საქართველოსთან დამოკიდებულებაში, როდესაც გამოხატვის თავისუფლების ლოზუნგით სიტყვის თავისუფლებას გვიხშობენ აქ. სინამდვილეში კეტავენ ყველანაირ საღ განსჯას, დიალოგს, დისკუსიას - ყველაფერი ჩაკეტეს ზუსტად ევროკავშირის ხელით, მათი „ენჯეოების“ და პარტიების ხელით. რასაც ჰქვია იდენტობის წაშლა, ზუსტად ეს ხდებოდა საქართველოში, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის დაფინანსებით ევროკავშირის ბიუჯეტით.
რაზეც პრეტენზიას უყენებს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია ევროპას, რომ მშვიდობის ნაცვლად კონფლიქტის ზონად იქცეს ლამის - ვხედავთ, რომ ემზადებიან ომისთვის. ზუსტად ამას ვხედავთ ჩვენ საქართველოში, რომ ნაცვლად დემოკრატიული თანაცხოვრებისა, ევროკავშირის დაფინანსებით კონფლიქტის გაღვივება ხდება მათ შორის, ქართველებს შორის. ყველა ეს მავნე გამოვლინება ყველაზე ნათლად საქართველოსთან დაკავშირებით ვიხილეთ.
ევროკავშირი დღევანდელი ლიდერების ხელში დგას ცივილიზაციური წაშლის წინაშე, პირდაპირ იყურება ცივილიზაციურ უფსკრულში. ვხედავთ, რომ საომარი რიტორიკა ევროკავშირში იქცა ყოველდღიურობად. ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა მშვიდობისთვის, დღეს არის გამალებული შეიარაღების პოლიტიკის მწარმოებელი. ლიდერები საუბრობენ, რომ ცოტა ხანში ომი ექნებათ რუსეთთან და ამ რიტორიკაში არის დღეს ორგანიზაცია, რომელიც მშვიდობას უნდა ემსახურებოდეს”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1765526776
საზოგადოებაპაპუაშვილი: ენჯეო სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით
„ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობ...
1765525826
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბრალი წარდგენილია გახარიას მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას და მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს
სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილება, რომელიც დიდმა პალატამ დაადასტურა, ამ გადაწყვეტილების საფუ...
1765524749
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა
ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის კრიტიკის პასუხ...
1765524728
საზოგადოებათამარ ტალიაშვილმა სენატორ მარკვეინ მალინთან შეხვედრა გამართა
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გამართა შეხვედრა სენატორ მარკვეინ მალინთან ოკლაჰომას შტატიდან, რომელიც აშშ-ის სენატის აპროპრიაციების, შეიარაღებული ძალების, ჯანდ...
1765522826
ახალი ამბებისასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ირმისჭალის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „ირმისჭალის“ დასაცავ მონაკვეთზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე - 2001 წელს დაბადებული ე.ბ. და 2000 წე...


























