ირაკლი კობახიძე: ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს

ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე - „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია.

„ჩემთვის დიდი პატივია მონაწილეობა ამ მნიშვნელოვან ფორუმში, რომელიც მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წელს ეძღვნება. ის თურქმენეთის ინიციატივით დააწესა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ. გულწრფელ მადლობას ვუხდი თურქმენეთის მთავრობას დიალოგის, თანამშრომლობისა და კონსტრუქციული ჩართულობის ხელშეწყობისადმი ურყევი ერთგულებისთვის, როგორც რეგიონულ, ისე გლობალურ დონეზე.

ჩვენი სესიის თემაა „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“. ის ზედმიწევნით ეხმიანება საქართველოს ღირებულებებსა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე გლობალური საზოგადოება დგას რთული გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური დაძაბულობით დაწყებული - შეიარაღებული კონფლიქტებით, კლიმატის ცვლილებითა და ეკონომიკური არასტაბილურობით დამთავრებული. ამ კონტექსტში მშვიდობისა და ნდობის პრინციპები არა მხოლოდ იდეალები, არამედ გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია. ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევნად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს“, - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765529888

საზოგადოება

პრემიერი: საქართველო რეგიონული თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობია, რომელიც რეგიონში ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს აშენებს, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი შუა დერეფანი ამ ხედვის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს

გლობალური ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო თავის წარმატებულ გამოცდილებას წარმოადგენს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა...

ირაკლი კობახიძე

1765527952

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში - 27 ქვეყანა არის ევროკავშირში და ყველა დედაქალაქმა თუ მოინდომა, ქართველები თავის ჭკუაზე ატაროს, ეს საბჭოთა კავშირი კი არა, უარესი გამოდის

არც მტერს და არც მოყვარეს არაფერი ესაქმება შიდა პოლიტიკაში. ერთადერთი სტანდარტი მოქმედებს აქ ყველას მიმართ, ვინაიდან სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა ამას გულისხმობს, რომ ხალხი თავად წყვეტს საკუთარ პოლი...

შალვა პაპუაშვილი

1765526776

საზოგადოება

პაპუაშვილი: ენჯეო სისტემა არის ყველაზე დიდი ბოროტება, რაც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობა, რომ საზოგადოება ჩაენაცვლებინათ მათი ინტერესების გამტარებელი მცირე ლობისტური ჯგუფებით

„ენჯეო სისტემა, რომელიც თავს მოახვიეს განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებს, არის ყველაზე დიდი ბოროტება, რომელიც დასავლეთმა შექმნა აღმოსავლეთ ევროპის ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, ვინაიდან ეს იყო მცდელობ...

შალვა პაპუაშვილი

1765525826

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბრალი წარდგენილია გახარიას მიმართ, რომელიც დღეს თავს აფარებს ევროკავშირის ტერიტორიას და მგონი ბრიუსელი და სტრასბურგი ერთმანეთში უნდა გაერკვნენ, აღიარებს თუ არა ბრიუსელი სტრასბურგის გადაწყვეტილებებს

სწორედ სტრასბურგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო გამოძიება პროკურატურამ და სწორედ სტრასბურგის სასამართლოს მანამდე არსებული გადაწყვეტილება, რომელიც დიდმა პალატამ დაადასტურა, ამ გადაწყვეტილების საფუ...

შალვა პაპუაშვილი

1765524749

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა

ბოლო წერტილი, სადაც დღევანდელი ევროპელი ლიდერების მმართველობა მიიყვანს ევროკავშირს, ეს არის ევროპული იდენტობის სრული წაშლა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის კრიტიკის პასუხ...

შალვა პაპუაშვილი