შალვა პაპუაშვილი: თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა
თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ეს მოთხოვნაც არის მხილება იმისა, რომ საქართველოში გარე ძალებმა ღირებულება დაცლილი და იდეოლოგია არეული ხალხის ჯგუფი შექმნეს.
„საუბრობენ დამნაშავეებზე, რომლებსაც მისჯილი აქვთ სასჯელი, ცდილობენ მაღალი მატერიებით ისაუბრობენ ამ საკითხზე - პატიება, შენდობა - ოღონდ ავიწყდებათ მთავარი კომპონენტი პატიებისაც, შენდობისაც. მთავარი კომპონენტი შენდობის არის სინანული, თუ არ არის სინანული, იქ ვერ იქნება შენდობა, ეს არის წინაპირობა. პატიება სინანულის გარეშე არის დანაშაულის გამართლება და არა სიკეთე. არაერთხელ ითქვა, ამას ფორმალურ-სამართლებრივი მხარეც აქვს, პროკურატურა ყოველთვის აცხადებს, რომ ის, ვინც მზად არის აღიაროს დანაშაული, ითანამშრომლოს გამოძიებასთან, პროკურატურა მზად არის ასეთ ადამიანებთან იყოს რბილი, მაგრამ არა, საქმე ის არის, რომ მათ სჭირდებათ საკრალული მსხვერპლები და მათში ვგულისხმობ მათ შორის გარე ძალებს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
1774680651
ახალი ამბებიდუშეთში მკვლელობა მოხდა - შსს-მ ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი - 1987 წელს დაბადებული ბ.ბ. ცხელ კვ...
1774678885
მსოფლიოტრამპმა ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა - „უნდა გახსნან ტრამპის სრუტე“
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამი-ბიჩში, FII Priority Summit-ზე სიტყვით გამოსვლისას ჰორმუზის სრუტეს „ტრამპის სრუტე“ უწოდა. „მათ ეს უნდა გახსნან, მათ უნდა გახსნან ტრამპის...
1774677615
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მარტს საქართველოში
28 მარტს ქუთაისში იწვიმებს, დღისით +9 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მცირე წვიმა იქნება, დღისით ჰაე...
1774643758
ახალი ამბებირუბიო: აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას ირანთან ომის დასრულების შემდეგ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში ირანთან ომის დასრულების შემდეგ მხარი უნდა დაუჭირონ ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალისხმევას...
1774641992
მსოფლიოირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანი ისრაელს დანაშაულებისთვის მძიმე ფასს გადაახდევინებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ინდუსტრიულ ზონებზე თავდასხმის გამო ისრაელი „მძიმე საფასურს“ გადაიხდის. „ისრაელმა სხვა ინფრასტრუქტურასთან ერთად ირანის ორ უდიდეს ფოლადის ქარხან...































