შალვა პაპუაშვილი: ყველაფერი, რასაც ჩვენ ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ვამბობდით, დღეს უკვე აშშ-ის მიერ დადასტურებულია. მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი „ცივილიზაციური განადგურების“ პირას აღმოჩნდება

ყველაფერი, რასაც ჩვენ ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ვამბობდით, დღეს უკვე აშშ-ის - ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის - მიერ დადასტურებული, დამტკიცებული და მხარდაჭერილია, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

რიგორც ის აღნიშნავს, მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი „ცივილიზაციური განადგურების“ პირას აღმოჩნდება.

მისი თქმით, ღირებულებების უგულებელყოფა არსად გამოვლენილა ისე თვალსაჩინოდ, აშკარად და დამაზიანებლად, როგორც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში.

„პოლიტიკური ცვლილებები ბრიუსელში გარდაუვალია.

ყველაფერი, რასაც ჩვენ ბრიუსელის ღირებულებით უკუსვლაზე ვამბობდით, დღეს უკვე აშშ-ის - ევროკავშირის სტაბილურობისა და უსაფრთხოების მთავარი გარანტორის - მიერ დადასტურებული, დამტკიცებული და მხარდაჭერილია. მასშტაბური პოლიტიკური ცვლილებების გარეშე, ევროკავშირი „ცივილიზაციური განადგურების“ პირას აღმოჩნდება, როგორც ეს აშშ-ის უსაფრთხოების სტრატეგიაშია ნათქვამი.

ეს ცივილიზაციური უფსკრული, პირველ რიგში, იმ ძირითად ევროპულ ღირებულებებს ეხება, რომლებსაც ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს ღიად უგულებელყოფს. ამასთან, ღირებულებების უგულებელყოფა არსად გამოვლენილა ისე თვალსაჩინოდ, აშკარად და დამაზიანებლად, როგორც, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკაში.

ძალადობის მხარდაჭერა, ხელისუფლების გარედან შეცვლის მცდელობები, ეროვნული სუვერენიტეტის იგნორირება, ქართველი ხალხის ნებაზე მაღლა უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების დაყენება, მშვიდობისა და სტაბილურობის ნაცვლად კონფლიქტის გზის არჩევა, უმრავლესობის მმართველობისადმი უპატივცემულობა პოლიტიკური უმცირესობის დიქტატის სასარგებლოდ - ეს არის საქართველოსადმი ევროკავშირის დამაზიანებელი მიდგომის აშკარა მახასიათებლები.

ევროკავშირის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო პოლიტიკამ კავშირი ღრმა, მზარდ და სისტემურ კრიზისამდე მიიყვანა, რამაც გლობალურ გეოპოლიტიკაში ევროკავშირის პოზიციის უპრეცედენტო შესუსტება გამოიწვია. ბრიუსელი პრაქტიკულად იზოლირებული აღმოჩნდა თავისი, იდეოლოგიაზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის გამო, რომელიც კიდევ უფრო დაზიანდა უკრაინაში მომხდარი მსხვილი კორუფციული სკანდალით.

გამოხატვის თავისუფლების სახელით ჩახშობილმა სიტყვის თავისუფლებამ არა მხოლოდ ევროპის მოსახლეობის დიდი ნაწილი, არამედ მსოფლიოც გააოგნა. ევროპული ეკონომიკის დაღმასვლამ მთავრობების მიმართ საზოგადოების იმედგაცრუება გააღრმავა. რაც მთავარია, ევროპული ღირებულებების მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის წინდაუხედავმა დამოკიდებულებამ ევროპის კულტურული იდენტობის კრიზისი გამოიწვია, რამაც ტრადიციული და პატრიოტული პოლიტიკური ძალების მნიშვნელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.

სამწუხაროდ, კრიზისზე ბრიუსელის რეაქცია რეალობისგან გაქცევა უფრო ჰგავს, ვიდრე მოქმედების მზაობას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისრის, კაია კალასის მიერ ახლახან გაკეთებული განცხადებები ნათლად აჩვენებს, რომ ბრიუსელი ვერ აცნობიერებს მისი ცივილიზაციური კრიზისის რეალურ მასშტაბს, რაც ზრდის რისკს, რომ ევროპული კავშირი მხოლოდ სახელით დარჩეს ევროპული.

ახლა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ხმამაღლა გააფრთხილა ევროპის ხალხები მომავალი უფსკრულის შესახებ, ევროპამ უნდა გააცნობიეროს, თუ ვისთვის ისმის ეს განგაშის ზარი.

განგაშის მიზეზი ცხადია - ევროპის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ასცდა ევროპის ხალხების ინტერესებს. გამოსავალი კი ერთია - ევროპის ხელისუფლებებმა უნდა უსმინონ საკუთარ ხალხს და იმოქმედონ მათი ნების შესაბამისად, რათა ევროკავშირს დაუბრუნდეს დემოკრატიული სულისკვეთება, რომლის გარეშეც მისი არსებობა აზრს კარგავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა გაყოფილი, ფორმადაკარგული და საკუთარ თავთან კონფლიქტში მყოფი, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა,” - წერს პაპუაშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765428941

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: ბოლო 4 წლის განმავლობაში რასაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამაზე მეტი ჩარევა წარმოუდგენელია - ნუ გაუკვირდებათ, როდესაც ამერიკა სრულიად დამსახურებულად დემოკრატიის ლექციებს უტარებს მათ

ევრობიუროკრატების წუხილს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ევროპული სახელმწიფოების მწვავე კრიტიკას ეხება, მმართველი პარტიის წევრები აფასებენ. საქართველოს ხელისუფლება ირონიულს უწოდებს ევროპ...

ლევან მაჭავარიანი

1765400289

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: უარს ვეუბნებით რაღაც-რაღაცებზე და განაწყენებულები არიან - კი, არ ვიომეთ, ჩვენი საომარი არ ყოფილა, თორემ ეგენი ჩვენ ვერ გვასწავლიან, როდის არის ჩვენი საომარი! გადახედონ ჩვენს ისტორიას

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი „ღამის კურიერის“ ეთერში აცხადებს, რომ ევრობიუროკრატები საქართველოს მთავრობას ომში ჩაურევლობას არ პატიობენ. მაჭავარ...

ლევან მაჭავარიანი

1765399651

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: ყველა კარგად აცნობიერებს, სად არის საქართველო, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, ხმამაღლა დაიცვას ჩვენი პოზიციები

გაცნობიერებისა და გაგების დონეზე ყველა კარგად აცნობიერებს, რა ხდება ჩვენს გარშემო და სად არის საქართველო, თუმცა ისიც მესმის, რომ ყველას არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ხმამაღლა დაიცვას ჩვენი პოზიციები,...

მაკა ბოჭორიშვილი

1765399039

ახალი ამბები

ზურა ხაჩიძე: საზოგადოების უმეტესობამ აარჩია პასუხისმგებლობიანი მთავრობა, რომელიც სწორ პოლიტიკას ახორციელებს

გამოჩნდა, რომ საზოგადოების უმეტესობამ აარჩია პასუხისმგებლობიანი მთავრობა, რომელიც ახორციელებს სწორ პოლიტიკას, - განაცხადა მომღერალმა ზურა ხაჩიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში. მისი თქმით, საქართველოს ხელი...

ზურა ხაჩიძე

1765397426

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, დადასტურდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ვიყავით მართლები, რასაც ვსაუბრობდით, ერთი ერთში გაიმეორა აშშ-ის დღევანდელმა ადმინისტრაციამ

„რაც ბატონმა ტრამპმა დაიკავა ოვალური ოფისი, დადასტურდა, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ჩვენ ვიყავით მართლები“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მა...

ლევან მაჭავარიანი