ლევან მაჭავარიანი ევრობიუროკრატებზე: ბოლო 4 წლის განმავლობაში რასაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამაზე მეტი ჩარევა წარმოუდგენელია - ნუ გაუკვირდებათ, როდესაც ამერიკა სრულიად დამსახურებულად დემოკრატიის ლექციებს უტარებს მათ

ევრობიუროკრატების წუხილს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ევროპული სახელმწიფოების მწვავე კრიტიკას ეხება, მმართველი პარტიის წევრები აფასებენ. საქართველოს ხელისუფლება ირონიულს უწოდებს ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს, სადაც ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ თავად არცერთი სახელმწიფოს შიდა საქმეებში არ ერევიან და იმავეს მოითხოვენ ამერიკისგან.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ევრობიუროკრატებს არ უნდა გაუკვირდეთ, როცა მათ ამერიკა დემოკრატიის ლექციებს უტარებს.

„ბოლო 4 წლის განმავლობაში რასაც ისინი ახორციელებენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ამაზე მეტი ჩარევა წარმოუდგენელია. ფაქტობრივად, ისინი უტარებენ რადიკალურ ოპოზიციას გარედან საარჩევნო კამპანიას. ისინი გვკარნახობენ, რომელი კანონი უნდა მივიღოთ და რომელი უნდა გავიწვიოთ. ისინი ადგენენ დღის წესრიგს, აგზავნიან თავიანთი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისამთავრობო აქციებზე. შესაბამისად, ნუ გაუკვირდებათ, როდესაც ამერიკა სრულიად დამსახურებულად დემოკრატიის ლექციებს უტარებს მათ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა აშშ-ის სტრატეგიული უსაფრთხოების სტრატეგიაში ევროკავშირის პოლიტიკის კრიტიკის შესახებ განაცხადა: „ჩვენც შეგვიძლია ბევრი რამ მივუთითოთ, რაც ამერიკაში არასწორია. მაგრამ ეს არ არის ჩვენი მუშაობის მეთოდი. ჩვენ არ ვაპირებთ სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1765396843

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: აშშ ყველასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს

აშშ ყველასთან დამოკიდებულებაში საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ს უსაფრთხოების ახალ სტრატეგიაზ...

მაკა ბოჭორიშვილი

1765395524

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი ელჩებზე: გამორიცხულია, რომ მათ ძალადობა დაგმონ, მაშინ ეს იქნება სიგნალი, რომ არ შეიძლება რადიკალიზმი საქართველოში

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ არანაირი მოლოდინი არ არსებობს, რომ საქართველოში ევროკავშირის ელჩი ან რომელიმე სხვა დიპლომატი ტერორი...

ლევან მაჭავარიანი

1765394600

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ, რადგან ამ ბიუროკრატიის ნაწილია, მას უფლება არ აქვს, სხვანაირად ისაუბროს და სხვანაირად მოიქცეს, ის პირდაპირ დავალებას ასრულებს

ჩვენ ხომ ვიცით, რომ ევროკავშირის ელჩი შეიძლება პიროვნულად აბსოლუტურად განსხვავებულად აზროვნებდეს, მაგრამ, რადგან ამ ამ ბიუროკრატიის ნაწილია, მას უფლება არ აქვს, სხვანაირად ისაუბროს და სხვანაირად მოიქც...

მიხეილ ყაველაშვილი

1765393944

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ არ შეიძლება ვინმეზე, ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების

„ჩვენ არ შეიძლება ვინმეზე, ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ჩვენი ეროვნული ინტერესების, ჩვენ...

მიხეილ ყაველაშვილი

1765391623

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ვინმეზე დამოკიდებულების პოლიტიკა საქართველოში უნდა დამთავრდეს

აგენტურა, რადიკალური ფრთა, რომელიც იმართება კონკრეტული ბიუროკრატიით, სასაცილო მდგომარეობაშია. კითხვას დასვამს ნებისმიერი ნეიტრალური მოქალაქე, ან ექსპერტი, რომ ახლა ეს ადამიანები სად დგანან? ამერიკის გ...

მიხეილ ყაველაშვილი