პრემიერი: ჩვენი მთავარი პრინციპია, სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან, 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს იუსტიციის სახლი ხელმისაწვდომია 127 მისამართზე

დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე, აქ მოსულ ადამიანებს - ადგილობრივებს, თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს - ექნებათ საშუალება, თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც იუსტიციის სახლი უზრუნველყოფს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძალიან დიდია აჭარაში იუსტიციის სახლის სერვისებზე მოთხოვნა და ყოველწლიურად ამ სერვისებით 700 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

„რეგიონში მუშაობს ასევე მობილური იუსტიციის სახლიც, რომელსაც ათეულობით სოფელში მომსახურება უშუალოდ ადგილზე მიაქვს. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ სახელმწიფო სერვისები რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან. ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს იუსტიციის სახლი.

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. დღეს უკვე იუსტიციის სახლი არის ხელმისაწვდომი 127 მისამართზე და ყოველდღიურად 20 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება. გრძელდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა. სულ მალე რამდენიმე ქალაქსა და დასახლებაში გავხსნით ახალ სივრცეებს, რითაც ფილიალების საერთო რაოდენობა 132-მდე გაიზრდება.

ჩვენი მიზანია, მუდმივად, კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ მომსახურების სტანდარტები. დღეისათვის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია 500-მდე მომსახურება და უახლოეს მომავალში დაგეგმილია ამ რაოდენობის გაორმაგება, რაც გაზრდის ჩვენი მოქალაქეების წვდომას როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მომსახურებაზე. ამასთან ერთად, ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და უკვე აქტიურად იგეგმება ასევე იუსტიციის სახლის პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა.მინდა, მადლობა გადავუხადო იუსტიციის სამინისტროს, თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა, ხელვაჩაურის მოსახლეობას მივულოცო იუსტიციის სახლის გახსნა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს, თითეულ თქვენგანს გისურვოთ წარმატებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773417454

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო წესების დარღვევით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანის ფაქტზე 4 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებ...

საგამოძიებო სამსახურ

1773414311

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბერს რომ პირდაპირ ეთერში ვუყურებდით სახელმწიფო დამხობის მცდელობას, იმ ადამიანებს რომ პოლიტიკურ პატიმრებს უწოდებენ, ჩვენი საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი ხომ ხვდება, რომ სისულელეა?!

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც რადიკალები დამარცხდნენ „ქართულ ოცნებასთან“, „კოლექტიურმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხვეწნის წერილი გააგზავნეს ბრიუსელში, რომ საქართველო დასანქცირებულიყო....

ლევან მაჭავარიანი

1773413481

საზოგადოება

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩა...

სუს-ის მიერ გამოაშკარავებულ თაღლითობის ფაქტებზე დაკავებულებს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ, სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საქმე ეხება, კასპში საქონლის ხორცის ვარგისიანობის შესახებ გაცემულ ყალბ დოკუმენტს, ისე რომ პროდუქტი რეალ

1773413374

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი

მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვეულებრივი ფარატინა ფურცელია, უპასუხოდ მაინც არ დავტოვებთ, ყველაფერს პუნქტობრივად გაეცემა პასუხი, რომ პასუხის გარეშე არ დარჩეს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ფრაქცია...

ლევან მაჭავარიანი

1773413191

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: თავისივე რეპუტაციას ინადგურებენ იმის გამო, რომ რადიკალურ ოპოზიციას საწვავი მიაწოდონ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია შეაფასა. „მერამდენე რეზოლუციას იღებენ და ყოველ რეზოლ...

ლევან მაჭავარიანი