„შეჩერდეს კულტურის დესტრუქციული პოლიტიკა“ - კულტურის პროფკავშირი ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს

საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს.

„ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესდებით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე პროცესებით, რათა შეჩერდეს კულტურის დესტრუქციული პოლიტიკა, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, სამუზეუმო სფეროს, ინტელექტუალურ რესურსსა და ქართულ მეცნიერებას.“ - წერია წერილში, როლის ავტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოქმედი და გათავისუფლებული 130-მდე თანამშრომელია.

„დათხოვნის მიზეზად სახელდება ინსტიტუციის რეორგანიზაცია და თანამშრომელთა კვალიფიკაცია. განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ გასაუბრების თემა იყო არა თანამშრომელთა სამეცნიერო კომპეტენცია, არამედ მათი მოქალაქეობრივი პოზიცია და უსაფუძვლო „დისციპლინური გადაცდომები.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებში მონაწილე გაშვებულ თანამშრომლებს (მათ შორის პროექტების ხელმძღვანელებს) აეკრძალებათ მუზეუმის ტერიტორიაზე შესვლა.

ცხადია, ეს არის ფონდსა და მუზეუმს შორის გაფორმებული კონტრაქტის უხეში დარღვევა. აქვე შეგახსენებთ, რომ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამორჩეულად ნაყოფიერი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმისთვის. შედეგად, გაიმარჯვა ცამეტმა პროექტმა, რომელშიც ასამდე მკვლევარს და ახალგაზრდა მეცნიერს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა სამინისტროს მხრიდან შექმნილი დაბრკოლებების გამო, ერთი პროექტი შეჩერდა, დანარჩენები კი კვლავ საფრთხეშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

წერილს ხელს ასევე, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები აწერენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „დავაი, დაახვიეთ… თქვე ჭორიკნებო“ – თორნიკე რიჟვაძე უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს

🔵  "პუტინი კვდება, მას საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არ სჭირდება" - ცნობილი უკრაინელი ექსტრასენსის სკანდალური პროგნოზი

🔵 „ვინც ძვირფასი ჰყავდა, დაეღუპა, მარტოდ იყო დარჩენილი, მაგრამ უნდა ვიცოცხლო, რომ შვილიშვილებისთვის მაგალითი ვიყოო“ - რას წერს გიორგი ღოღობერიძე

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1793971769

საზოგადოება

მაკა ბოჭორიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ამ რანგის სტუმარი საქართველოში პირველად იმყოფება ჩინეთიდან, ეს საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს იმისათვის, რომ უმაღლეს დონეზე განვიხილოთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების დინამიკა

„ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავების თვალსაზრისით. ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო პერიოდში განვითარებული ურთიერთობები, სტრატეგიულ დონეზ...

მაკა ბოჭორიშვილი

1793970371

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5949 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5955 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რო...

ლარის კურსი

1793967219

საზოგადოება

ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს პავილიონები დაათვალიერა და მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა...

ირაკლი ნადარეიშვილი

1793966197

საზოგადოება

ნინო წილოსანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში

არამხოლოდ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ევროკავშირის ქვეყნების ბევრი სხვა ლიდერი ამბობს, რომ უცნობია, როდის გაწევრიანდებიან უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, - განაცხადა საქართველოს პარლამე...

ნინო წილოსანი

1793964326

საქართველო

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ეწვია

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ჩინეთის სახალხო რეს...

 ხან ჭენგი