საქართველოს პირველი ლედი ბათუმში მრავალშვილიან ოჯახს, მეწარმე ქალებს შეხვდა და ერგეს საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლების ცენტრი დაათვალიერა

საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქედის მუნიციპალიტეტში პირველი ლედი მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა, ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათი ყოველდღიური საჭიროებებით დაინტერესდა.

თამარ ბაგრატიონი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა ოთახსაც“ ეწვია, სადაც მეწარმე ქალებს შეხვდა და მათ საქმიანობას გაეცნო.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ქალთა ეკონომიკური გაძლიერების, ადგილობრივ ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი მონაწილეობისა და იმ შესაძლებლობების გაფართოების მნიშვნელობას, რომლებიც ქალებს საკუთარი საქმიანობის განვითარებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის განმტკიცებაში უწყობს ხელს.

პირველი ლედი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განკუთვნილი ინკლუზიური განათლების ცენტრის გახსნის ღონისძიებასაც დაესწრო, სივრცე დაათვალიერა, მის საქმიანობას გაეცნო და ბენეფიციარებისთვის შექმნილი გარემო მოინახულა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791266172

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარებაზე: სისხლისღვრისკენ მსვლელობა, რასაკვირველია, საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში არ არის, კარგია, თუ ამ საკითხებთან დაკავშირებით პოზიცია ღრმად გაანალიზებული აქვთ

„სისხლისღვრისკენ ასეთი ინტენსივობით მსვლელობა, რასაკვირველია არ არის საქართველოს არცერთი მოქალაქის ინტერესებში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ. გიორგი ვოლსკი გ...

გია ვოლსკი

1791264733

მსოფლიო

ნეპალში წყალდიდობის შემდეგ სამაშველო ოპერაცია დასრულდა - 5 000-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა

ნეპალში აგვისტოში მომხდარი წყალდიდობის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 1455 ადამიანი დაიღუპა და 5000-ზე მეტი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Re...

ნეპალში წყალდიდობა

1791263048

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: არ შეიძლება, ერთ სახელმწიფოს მეორე სახელმწიფოში ჰქონდეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, მით უმეტეს - დაფინანსებული

არასამთავრობო ორგანიზაციების ლობიზმი და ქვეყანაში „ენჯეოების“ გაუმჭირვალედ საქმიანობის სურვილი - „ქართული ოცნება" ALDE-ს პოლიტიკურ ინტერესებზე საუბრობს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მო...

გია ვოლსკი

1791262099

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ოქტომბერს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +19 და ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.  ბათუმშიც წვიმიანი დღეა მოსა...

ამინდი ამინდი

1791232180

ახალი ამბები

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა, დავითაძის ოჯახს პასუხობს: ზოგიერთი ადამიანი საჯაროდ გამოდის ამაზრზენი ბრალდებებით ისე, რომ არ ითვალისწინებს გარდაცვლილის ოჯახის მდგომარეობას

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი, რომელმაც სიცოცხლე ციხეში სუიციდით დაასრულა დავითაძის ოჯახს სოციალურ ქსელში პასუხობს. ოჯახი აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც გარდაცვლილი ოჯახის წევრის მიმართ შეურაცხმყოფე...

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი